სოლსკიაერმა მიზეზები ახსნა . . .
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჟურნალისტებთან საუბარში სიახლეები გააცნო საზოგადოებას, მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეეხებოდა ედინსონ კავანის.
კავანი მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან არ დაიწყებს, მას ენტონი მარსიალი ჩაანაცვლებს.
კავანი გუნდს "კრისტალ პალასთან" დაუბრუნდა, თუმცა მანამდე 4 მატჩი გამოტოვა ტრამვის გამო, ხოლო ბოლო ჩატარებულ მატჩში არც ისეთი სახიფათო ყოფილა როგორსაც მისგან მივეჩვიეთ.
"მან ვარჯიში ბოლომდე ვერ დაასრულა, იგი დისკომფორტს გრძნობს.
თუმცა ენტონის შეუძლია თამაში და ეს კარგი სიახლეა". - განაცხადა კლუბის ტელევიზიასთან საუბარში ნორვეგიელმა.
"სქაი სპორტსთან" მიცემულ ინტერვიუში კი სპეციალისტმა ასე უპასუხა კითხვას:
"მან დისკომფორტი იგრძნო სამწუხაროდ. ვარჯიში ბოლომდე ვერ დაასრულა. გუნდს მის გარეშე თამაში მოუწევს. ნორვეგიელს დიდად აღარ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე თუ რამდენად მძიმეა ურუგვაელის ტრამვა და რამდენად შეძლებს იგი "ევროპა ლიგის" მატჩისთვის ფორმაში ჩადგომას.
აღნიშნული სიახლე ნიშნავს იმას, რომ კავანი უკვე მესამე მატჩს გამოტოვებს რისი თამაშის შანსიც ჰქონდა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მისი "იუნაიტედში" გადმოსვლის შემდეგ, წინა ორი მატჩი "კარაბაოს" ეგიდით იყო.
მატჩს ვან დე ბეეკი, პოგბა და ფილ ჯონსიც გამოტოვებენ, ისინი სხვადასხვა სახის ტრამვის გამო ვერ ეხმარებიან გუნდს.
https://www.manutd.com