ვიქტორ ლინდელოფმა ისაუბრა იმ მომლოდინე საფრთხეების შესახებ, რასაც უქადის "სიტის" შეტევა მომავალი მატჩისთვის "იუნაიტედს".
გვარდიოლას დამოძღვრილებმა ზედიზედ 21 მატჩი მოიგეს ყველა ტურნირის გათვალისწინებით და შვედი მცველი დარწმუნებულია, რომ მზაობა ყველა გამოწვევისთვის საჭირო იქნება "ეტიჰადზე" წარმატების მისაღწევად.
როგორც ყველა დერბის წინ ლინდელოფი ამბობს, რომ მისი თანაგუნდელები განსაკუთრებით ემზადებიან მატჩისთვის და ახლა 26 წლის მცველი ამბობს, რომ გრძნობს იმ შესაძლებლობას რაც მათ წინ არის, ესაა "სიტის" მოგებათა სერიის შეწყვეტა უიქენდზე.
"დიდი თამაში იქნება, ეს ისეთი თამაშია, რომელში მონაწილეობაც ყველას სურს.
ჩვენ უნდა დავუპირსპირდეთ ძალიან კარგ გუნდს, თუმცა ჩვენც აგრეთვე კარგები ვართ. ეს კარგი გამოწვევაა.
ეს დერბია და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რასაც მეტოქე შემოგვთავაზებს. ვფიქრობ ყველანი 100 პროცენტით მზად იქნებიან და იმედი მაქვს უმაღლეს დონეზე თამაშს შევძლებთ". - განაცხადა ვიქტორ ლინდელოფმა.
"სიტი" მიმდინარე სეზონში ხშირ შემთხვევაში გამოკვეთილი შემტევის გარეშე მოქმედებს, გამომდინარე იქედან, რომ აგუეროსა და გაბი ჟესუსს ხშირად აქვთ პრობლემები. რაც ურთულებთ საქმეს მეტოქე გუნდის მცველებს, რადგან ყველაზე რთულია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომლის ტაქტიკის გამოცნობაც შედარებით რთულია მისი უპროგნოზობის გამო.
"მათ შეუძლიათ სათამაშო სქემის ცვლილება და მათ წინააღმდეგ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. იქნება ბევრი უბურთოთ გადაადგილება, მიუხედავად ამისა ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. თუ შემტევის გარეშე გამოვლენ შესაძლოა თამაშის სცენარი განსხვავებულად განვითარდეს და მოგვიწიოს ცდა უფრო მჭიდრო თამაშის და ზონების გადაკვეთის, ეს იმ შემთხვევაში თუ ცხრიანი არ ეყოლებათ.
არ ვიცი რა ტაქტიკას შეარჩევენ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. თუმცაღა მზად უნდა ვიყოთ მიუხედავად იმისა რა სქემით ითამაშებს "სიტი""