გავრცელებული ცნობების თანახმად განიხილება ორივე მეკარის გაყიდვის ვარიანტი . . .
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი განიხილავს შესაძლებლობას რომლის მიხედვითაც შესაძლოა ორივე მეკარე კლუბიდან გაუშვან და მათ სანაცვლოდ ახალი მეკარის დამატება მოხდეს, რომელიც დადგება პირველ ნომერ მეკარედ კლუბის კარში.
დღეისთვის "იუნაიტედის" ნომერ პირველი მეკარე დავიდ დე ხეა არის, ესპანელმა კლუბში 2011 წლის შემდეგ 400-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამ წლების განმავლობაში მან არაერთი აღიარება მოიპოვა მისი საიმედო თამაშის გამო, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ბოლო წლებზე, განსაკუთრებით 2018 წლის ზაფხულის შემდეგ. მისმა არასტაბილურმა თამაშმა გაამძაფრა საუბრები იმის შესახებ, რომ დინ ჰენდერსონი მას მალე ჩაანაცვლებს ძირითადი მეკარის ადგილზე.
რაც შეეხება ჰენდერსონს იგი წინა სეზონში გამოირჩა განსაკუთრებით, როცა არენდით "შეფილდ იუნაიტედში" ასპარეზობდა, სწორედ მისი დამაჯერებელი თამაშის გამო მიიღო "იუნაიტედმა" გადაწყვეტილება ახალგაზრდა ინგლისელი დაეტოვებინა კლუბში გაუფორმა რამოდენიმე წლიანი კონტრაქტი და წელს აქტიურად იყენებენ ამ როტაციას ხოლმე სხვადასხვა თამაშებში. მიუხედავად კლუბის მიერ მიცემული როლისა დინ ჰენდერსონი დიდად მოხარული არ არის მისი სათამაშო დროების რაოდენობით და გამომდინარე აქედან გაჩნდა მოთხოვნა ან გახდეს პირველი მეკარე, ან დატოვოს კლუბი.
მიუხედავად ჰენდერსონის კარგი თამაშისა "იუნაიტედი" ბოლომდე კმაყოფილი არ არის შედეგებით და მიმდინარე თვეში გაჩენილი შანსი ჰენდერსონისთვის იქნება ალბათ გადამწყვეტი პერიოდი, მის მანჩესტერულ კარიერაში. როგორც მოგეხსენებათ თითქმის გადაწყვეტილია, რომ დავიდ დე ხეა ამ თვეში იუქმებს, გამომდინარე პირადი მიზეზებიდან, ამიტომ ჰენდერსონს მოუწევს პირველი მეკარის როლის მორგება და საინტერესოა როგორ მოახერხებს თავის გართმევას.
თუ ვერ მოახერხებს სოლსკიაერის დაკმაყოფილებას ჰენდერსონის თამაშის ხარისხი, მას სავარაუდოდ კლუბი ამ ზაფხულს შეელევა და მისი ფასი დაბალი არ იქნება. ასევე "იუნაიტედი" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უკმაყოფილოა დე ხეას თამაშის ხარისხისა და მისი ხელფასის სიდიდის შეფარდებით, რაც კიდევ ერთხელ აფიქრებს კლუბის ხელმძღვანელობას ესპანელის ტრანსფერზე დაყენებისთვის.
ტრანსფერების თემაზე წინა კვირაში სოლსკიაერმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ყოველთვის ვცდილობთ შემადგენლობის გაუმჯობესებას, დიახ, რა თქმა უნდა. ყოველთვის ვეძებთ უკეთეს ფეხბურთელებს. რაც შეეხება დავიდს, მან თავად მთხოვა სახლში გაშვება, ეს ძველი პირობების გათვალისწინებით რამოდენიმე დღიანი შვებულება იქნებოდა, თუმცა ახალი რეალობიდან გამომდინარე იგი რამოდენიმე კვირის მანძილზე დაისვენებს და შემდეგ დაგვიბრუნდება
დავიდს უნდოდა ამ მნიშვნელოვან მომენტში მის მეგობარ გოგონასთან ყოფილიყო, აქ სხვა არჩევანიც არ არსებობდა. დინმა მშვენივრად ითამაშა, ასე რომ დავიდს შეუძლია საჭირო დრო გამოიყენოს".https://metro.co.uk