სერიოზული საკადრო პრობლემები "იუნაიტედში" . . .
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კლუბის წინაშე საკადრო პრობლემები დგას, რაც გამოიხატება იმაში, რომ "მანჩესტერული დერბის" წინ შესაძლოა კლუბს დამატებით კიდევ 3 წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდეს.
ცხრილის სათავეში მყოფთა დაპირსპირება უდიდეს ინტერესს იწვევს. მატჩის წინ კლუბებს შორის ქულებს შორის სხვაობა დიდია, თუმცა შედეგმა შეიძლება ბევრ რამეზე იქონიოს გავლენა, ერთის მხრივ გვარდიოლას შეგირდებს გაუნაღლოდ ჩემპიონობა, თუ ისინი გაიმარჯვებენ, მეორეს მხრივ კი დაძაბოს ბრძოლა ტიტულისთვის სოლსკიაერის დამოძღვრილთა გამარჯვებამ.
გარდა სხვა საკადრო პრობლემებისა ახლა ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ მატჩში "წითელ ეშმაკებს" ვერ დაეხმარონ ენტონი მარსიალი, დონი ვან დე ბეეკი და ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ არ იქნება დავიდ დე ხეა პირადი მიზეზების გამო.
მარსიალის ტრამვა არც ისეთი მსუბუქი აღმოჩნდა როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი რა ხდება მის თავს. რაც შეეხება ვან დე ბეეკს იგი მოედანზე 14 თებერვლის შემდეგ აღარ გამოჩენილა, თუმცა მარსიალისგან განსხვავებით გასულ მატჩში სათადარიგოთა სკამზე მაინც იჯდა.
როგორც მოგეხსენებათ კლუბს ასევე ვერ ეხმარებიან პოლ პოგბა, ხუან მატა და ფილ ჯონსი. ასევე ცნობილი გახდა, რომ რაშფორდი 100%-ით ჯანმრთელად არ არის და მას მხრის პრობლემა აწუხებს, რომლის მოსაგვარებლად სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა ოპერაციის გაკეთებაც დასჭირდეს.
მეორეს მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა "მანჩესტერ სიტის" ბანაკში, სადაც შემადგენლობა ოპტიმალურია, ყველა ლიდერი მწყობრშია და კლუბს 21 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს გამომცხვარი და როგორც ჩანს ამ წარმატებული სვლის შეჩერების მისია "იუნაიტედისთვის" საკმაოდ რთული იქნება.
თუმცა მიუხედავად ამისა სოლსკიაერის განცხადებებიდან ჩანს, რომ საკმაოდ დამაინტრიგებელი თამაში გველის წინ და "იუნაიტედის" ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან შედეგის მისაღწევად.
https://weallfollowunited.com