ცნობილი გახდა, რომ რაშფორდი მხრის პრობლემით თამაშობს ნოემბრის შემდეგ . . .
როგორც ცნობილი გახდა მარკუს რეშფორდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძველი ტრამვის გამო გართულდა, რაც ქირურგიული ოპერაციის საჭიროებაში შეიძლება გამოიხატოს.
23 წლის ფეხბურთელმა ტრამვა "ევერტონთან" მატჩში მიიღო ნოემბერში, დაზიანება მან მხრის არეში მიიღო, თუმცა მიუხედავად ამისა ფეხბურთელმა ამ სეზონში 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ბოლო პერიოდში მისდამი კრიტიკა აშკარად უფრო გამძაფრდა, რაც გასაკვირი საერთოდ არ არის თუ შევხედავთ მის ბოლო ორ პრემიერ ლიგურ მატჩს "ჩელსის" და "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ.
"ტელეგრაფის" ინფორმაციით ნოემბრის შემდეგ რაშფორდის ტრამვა არსად გამქრალა და ახალგაზრდა ინგლისელი დისკომოფრტული შეგრძნებებით აგრძელებდა ასპარეზობას, რამაც სიტუაციის დამძიმება გამოიწვია და აღნიშნულიდან გამომდინარე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ოპერაციას ჩაიტარებს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
"ტელეგრაფის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "იუნაიტედის" ფეხბურთელები განცვიფრებული არიან იმ ბრძოლისუნარიანობით, რაც რაშფორდმა გამოავლინა და იმ ფაქტით, რომ მიუხედავად ტკივილისა იგი მაინც აგრძელებს თამაშს და ცდილობს გუნდს დაეხმაროს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ტრამვის სახეობიდან გამომდინარე ის პირდაპირ ხელს უშლის ფეხბურთელის მობილურობას და ურთულებს მას გასცდეს ეფექტურად მეტოქეს.
თავის დროზე სოლსკიაერი ამ საკითხს ასე გამოეხმაურა:
"თითები უნდა გადავაჯვარედინოთ, რომ მარკუსის მდგომარეობა არ გაუარესდეს და მისი მდგომარეობა"."იუნაიტედი" ასევე შეფასების სტადიაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მზადაა ენტონი მარსიალი სათამაშოდ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა გამოტოვა წინა მატჩი "კრისტალ პალასთან" მუხლზე მიღებული დაზიანების გამო.
ასევე კლუბს გამოაკლდა დავიდ დე ხეა რომელიც კლუბს პირადი მიზეზების გამო ვერ დაეხმარება სავარაუდოდ მარტის თვის განმავლობაში.
https://metro.co.uk