სოლსკიაერმა ორ ფეხბურთელთან დაკავშირებით ისაუბრა . . .
ბევრისთვის გასაკვირად გუშინდელი მატჩი დავიდ დე ხეამ და ენტონი მარსიალმა გამოტოვეს, თან ისე რომ "კრისტალ პალასთან" მატჩში განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდნენ.
აღნიშნული კიდევ უფრო უცნაური იყო იმის გამო, რომ მატჩამდე და კონკრეტულად სამატჩო განაცხადის გამოქვეყნებამდე გუნდის წარმომადგენლები დუმდნენ და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებდნენ, თუმცა მატჩის შემდეგ ნორვეგიელმა სპეციალისტმა შეკითხვებს უპასუხა და ახსნა მიზეზები:
" დე ხეამ მატჩი პირადი მიზეზების გამო გამოტოვა, რაც შეეხება ენტონის, მან მცირე ტრამვა მიიღო ორშაბათის ვარჯიშზე, ამიტომ ვარჩიეთ დაესვენა. საბედნიეროდ იგი უიქენდისთვის მზად იქნება და დაგვიბრუნდება".ამ ფაქტიდან გამომდინარე დინ ჰენდერსონმა დროებით მოირგო პირველი მეკარის ადგილი, რასაც კარგად გაართვა თავი "კრისტალ პალასთან" მატჩში, ხოლო მარსიალის არყოფნა შოლა შორტაიერის განაცხადში მოხვედრით გამოიხატა.
ნორვეგიელმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლ პოგბას, ხუან მატას და ფილ ჯონს კიდევ დიდი დრო გაუცდებათ სავარაუდოდ, თუმცა ამავდროულად განაცხადა, რომ დონი ვან დე ბეეკის ფიზიკური კონდიციები უმჯობესდება.
თუმცაღა სოლსკიაერი იტოვებს იმის იმედს, რომ თვის ბოლოსკენ პოგბას მდგომარეობა გამოკეთდება და იგი შეძლებს გუნდს დაეხმაროს მნიშვნელოვან მონაკვეთში.
https://www.manutd.com