ოლე გუნარ სოლსკიაერმა შეიძლება დაბლოკოს ბრუნო ფერნანდეშის პორტუგალიაში გამგზავრება ამ თვის ბოლოს.
მოთამაშეები, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს დატოვებენ მთავრობის მიერ დანიშნულ "წითელ ნუსხაში" მყოფ ქვეყნებში, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე იძულებულნი იქნებიან გაიარონ 10-დღიანი კარანტინი, რაც ნიშნავს, რომ აპრილის დასაწყისში ბრუნო "მანჩესტერ იუნაიტედის" მნიშვნელოვან მატჩებს გამოტოვებს.
ითვლებოდა, რომ ფერნანდეშს პორტუგალიის ნაკრებში ეთამაშა, აზერბაიჯანთან, სერბეთთან და ლუქსემბურგთან, რაც ნიშნავს, რომ დაბრუნების შემდეგ მას კარანტინის გავლა მოუწევს, ხოლო სოლსკიაერი მიიჩნევს, რომ კლუბისთვის ეს მიუღებელია.
”ჯერჯერობით არაფერი განგვიხილავს, მაგრამ აზრი არ აქვს, მოთამაშე 10 დღიანი იზოლაციით დავკარგოთ, რადგან ფეხბურთელებს ანაზღაურებას უხდიან კლუბები", - თქვა სოლსკიაერმა "პალასთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციზე. - "თუ ყველაფერი სწორად მესმის, ამ მხრივ არსებობს წესები. ფიფამ შემოიტანა გარკვეული წესები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მოთამაშე არ გაუშვათ."
"მე მსურს ბრუნო მზად იყოს "ბრაიტონის" წინააღმდეგ მატჩისთვის. შემდეგ, გვექნება მატჩი ევროპის ლიგაზე და შეხვედრა "ტოტენჰემთან."
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისთვის საერთაშორისო შესვენების ბოლო მატჩი 30 მარტს გაიმართება, რაც ნიშნავს, რომ ფერნანდეში შეძლებს გუნდში დაბრუნებას "სპურსებთან" მატჩის წინა დღეს.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.