ბრუნო ფერნანდეშის ყოფილი მწვრთვნელი მიიჩნევს, რომ მას რონალდუზე უფრო მეტი როლის თამაში შეუძლია "იუნაიტედისთვის", თუმცა . . .
ბრუნო ფერნანდეში "ოლდ ტრაფორდზე" 2020 წლის იანვარში გადმობარგდა და მან გუნდზე ზეგავლენის მოხდენა მყისიერად შეძლო. პორტუგალიელს ახალი სუნთქვა გაეხსნა "წითელ ეშმაკებთან" ერთად და მან კლუბს დაკარგული სიმწვავე დაუბრუნა ნახევარდაცვაში.
ნახევარ სეზონში მოახერხა 12 გოლის გატანა, მაშინ როცა ადაპტაციის რთული პროცესი უნდა ჰქონოდა. ამ სეზონში კი მის ანგარიშზე უკვე 22 გოლია. ბრუნოს როლი უდიდესია კლუბის შედეგებში, სწორედ ბრუნოს მაღალი პროდუქტიულობის დამსახურებაა მეტწილად ის ფაქტი, რომ "ეშმაკები" "პრემიერ ლიგის" ცხრილში მე-2 ადგილს იკავებენ.
მისი სტატისტიკა ეფექტური, ხოლო სათამაშო სტილი საოცარია, იგი მიუხედავად მისი სათამაშო პოზიციისა პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის ბომბარდირებს შორისაა (15 გოლი მე-2 ადგილი) და პრემიერ ლიგაში მარგი ქმედების კოეფიციენტით ჰარი კეინთან ერთად ლიდერობს. გამომდინარე აქედან იგი კლუბის მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა, თუმცა ფეხბურთისადმი ასეთი გადამეტებული მიდრეკილება შეიძლება ცუდიც აღმოჩნდეს.
ბრუნო ფერნანდეშის შესახებ ისაუბრა მისმა ყოფილმა მცველმა და საუბრისას სწორედ ხაზი ამ ასპექტს გაუსვა მან, იგი აფრთხილებს "მანჩესტერ იუნაიტედს", რომ მაქსიმალურად გააკონტროლონ პორტუგალიელის სავარჯიშო რეჟიმი.
"მას მუდმივად ვარჯიში სურს, იმაზე მეტი სიხშირითაც კი რამდენიც საერთოდ შესაძლებელია.
ბრუნოს სჭირდება მწვრთვნელი რომელიც ეტყვის, "ბრუნო გაჩერდი!" რადგანაც მას სურს დღის მანძილზე უდიდესი დრო მხოლოდ ვარჯიშს დაუთმოს.
ვარჯიშის ბოლოს კი მისი სურვილია დარჩეს და დარტყმებზე ივარჯიშოს. როდესაც სავარჯიშო მოედანზე ბურთს ხედავს მას სურს ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და მის შემდეგაც მას შეეხოს, რაღაც აკეთოს მასთან ერთად. ეს მას სიამოვნებს. -განაცხადა ხოსე პასეირომ BBC-თან საუბარში.
ბრუნო ფერნანდეშის კარიერული სვლა წააგავს კრიშტიანუ რონალდუს გზას, ორივე "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგიდან" შეუერთდა, თუმცა ის რაც რონალდუმ შეძლო უბრალოდ ფენომენალურია, იგი "იუნაიტედში" შთამბეჭდავ ფეხბურთს თამაშობდა, რაც შემდგომ "მადრიდის რეალში" განაგრძო და დღეს იგივეს "იუვენტუსში" აკეთებს.
პესეირო გრძნობს, რომ ფერნანდეშს შეუძლია ტოლი არ დაუდოს რონალდუს მიღწევებს.
"ბრუნო არ არის ძვირიანი შენაძენი, არ წარმოადგენს ძვირიან ფეხბურთელს. ვგულისხმობ იაფია იმ შედეგებთან შედარებით და იმ სათამაშო ხარისხთან მიმართებაში, რაც ამ ტრანსფერმა "იუნაიტედს" მოუტანა".
"რონალდუც კი არ იყო მის მსგავსად, გამომდინარე იქედან, რომ მას დრო დასჭირდა ეჩვენებინა მისი მაღალი კლასი. ვფიქრობ ყველამ უნდა იამაყოს - ამას არ ვამბობ როგორც ბრუნოს მეგობარი, ამას ვამბობ როგორც პორტუგალიელი და როგორც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი". https://www.teamtalk.com