"ინტერი" ვალს ვერ უსტუმრებს "მანჩესტერ იუნაიტედს", "იუნაიტედი" სავარაუდოდ ფეხბურთელს მოითხოვს სანაცვლოდ . . .
როგორც მოგეხსენებათ "ინტერმა" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" რამოდენიმე ფეხბურთელი შეიძინა, მათ შორის ყველაზე ძვირიანი ტრანსფერი რომელუ ლუკაკუსი იყო, ბელგიელი შემტევი "ინტერს" 2019 წელს 80 მილიონ ევროდ შეუერთდა.
თუმცა როგორც იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია
Corriere dello Sport -ზე დაყრდნობით, ცხადი ხდება, რომ იტალიურ კლუბს სატრანსფერო თანხა ბოლომდე არ დაუფარავს და კლუბებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება,რომლის მიხედვითაც ეს თანხა გარკვეულ ვადაში უნდა დაფარულიყო, ზუსტად გრაფიკის მიხედვით და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული გრაფიკი დაირღვეოდა "ინტერი" მაშინვე "იუნაიტედის მოვალე" გახდებოდა, ხოლო ამ ვალის გადახდა მოუწევდა ფეხბურთელით.
როგორც მოგეხსენებათ კოვიდ პანდემიამ ყველა კლუბს მიაყენა ფინანსური ზარალი, თუმცა ეს ზარალი იტალიაში განსაკუთრებით დიდი აღმოჩნდა, მათ შორის "ინტერიც" დაზარალდა, საბოლოო ჯამში ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ ვალის რაოდენობამ 50 მილიონი ევრო შეადგინა "იუნაიტედთან" მიმართებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედი" სერიოზულ ზეწოლას ახდენს კლუბზე და სასწრაფოდ ცდილობს ვალის ამოღებას. ამისთვის განიხილება ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთის შეძენის პერსპექტივა, ესენი არიან
ლაუტარო მარტინესი და
მილან შკრინიარი.
https://www.mirror.co.uk