თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2021, 12:42
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1073,
კომენტარები: 7
ჯონ ბარნსმი: მარსიალმა "იუნიატედი" უნდა დატოვოს
"ლივერპულის" ლეგენდა მარსიალს კლუბის დატოვებისკენ მოუწოდებს...
ჯონ ბარნსმი: მარსიალმა
"ლივერპულის" ლეგენდამ ჯონ ბარნსმა თავდამსხმელ ენტონი მარსიალს ურჩევს "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს.

ამ სეზონში ენტონს არ ჰქონია მყარი ადგილი "წითელ ეშმაკთა" სასტარტო შემადგენლობაში, რომელი ბრძოლაც ჩვეულებრივ უმოტივაფიოდ წააგო ედინსონ კავანისთან ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე დენიელ ჯეიმსთან და ასევე მეისონ გრინვუდთან.

ბარნსის აზრით, ამ წარუმატებელი პარტნიორობის დასრულება როგორც ფეხბურთელის, ასევე კლუბის ინტერესში იქნება ამ ზაფხულს.

"ენტონი მარსიალი არასოდეს ყოფილა ცენტრის თავდამსხმელი, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედმა ის იქ ითამაშა".

"მას შემდეგ, რაც მეისონ გრინვუდის წინსვლის გამო ის არ არის სასტარტო შემადგენლობაში მისთვის სასურველ პოზიციაზე, მაშინ შეიძლება აუღელვებლად ითქვას, რომ დრო დადგა მისი "მანჩესტერ იუნაიტედში" კარიერის დასრულებისა, რადგან ის ვეღარ იღდგენს ფორმას და როგორც ჩანს მოტივაციაც დაკარგული აქვს. ამიტომ ვფიქრობ ის მის შესაფერის კლუბში უნდა გადავიდეს სადაც უფრო გახსნილი იქნება და გოლებსაც გაიტანს."

"როგორც ვაკვირდები ბევრი კლუბის სკამები ივსება აკადემიის ბიჭებითა და ვარსკვლავური ფეხბურთელებით, რომლებიც სიამოვნებით ითამაშებენ დიადი კლუბების მაისურით. მაგრამ მე არ ვიცი არის თუ არა ის იმ მოთამაშეთა შორის, რომელიც ვარსკვლავურ მოთამაშედ უნდა დაასახელო, თუმცა არც ის ვიცი რა დამოკიდებულება აქვს მანჩესტერ იუნაიტედს მის მიმართ, თუმცა ჩემი რჩევა მისი ამ ზაფხულს კლუბიდან გაშვება იქნებოდა."
განაცხადა "ლივერპულის" ლეგენდამ.
ჭორები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2021 12:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წინა სეზონის მიხედვით იყო რაღაც იმედები რო მოუმატებდა ბოლოს და ბოლოს მარა ამ სეზონში ისევ დაზლოზინებს, ამის მთავარი პრობლემა ხასიათია. თან ეტყობა კონკურენცია პირიქით უარყოფითად მოქმედებს მარსიალზე, იბრას, ლუკაკუს და უკვე კავანის შემთხვევაშიც ასეა.
1
№2
ავტორი: shotkin
3 მარტი 2021 13:40
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მარტო ცხრიანზე არა ვინგერადაც ითამაშა ამ კლუბში და საკმაო ხანიც დაჰყო ორივე პოზიციაზე და ორივეგან არასტაბილური და ამაზრზენად ინერტული და არათანმიმდევრული იყო, აქამდე თუ ფანები იმაზე დაობდნენ რო არასწორ პოზიციაზე ათამაშებდნენ მგონი დღეს ეს დავა უკვე უაზრობა და სისულელეა იმიტორო წინა ხაზის ყველა რგოლში ითამაშა და აქ უკვე ისეთი სიტუაციაა რო ხავსსაც ვერ მოეჭიდება ამის უკანასკნელი დამცველიც კი და ვერც თვითონ, რავი რა უ და ვთქვა კლუბს თუ რამე ამბიცია აქვს სასწრაფოდ უ და განერიდოს ესეთ მოთამაშეებს და დაიმატოს რეალურად საქმის მკეთებელი ხალხი ვისაც შესაბამისო ხარისხი აქვს, იმედი მაქ ამ ზაფხურის სატრანსფეროსი.
1
№3
ავტორი: Mishiko82
3 მარტი 2021 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 595
მარსიალის ნაირი უშედეგო ფეხბურთელები უნდა გაიყიდოს სანამ კიდევ არ დაცემულა მათი ფასი და მოიყვანონ გუნდში: კულიბალი, სანჩო ან ( კეინი-ჰოლანდი) ამათგან ერთერთი.
1
№4
ავტორი: Old Red Devil
3 მარტი 2021 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
25 წლის არის უკვე.მის ასაკში კეინი,რონალდო,მესი,ბენზემა,დროგბა,ანრი და კიდე სხვა რას აკეთებდბენ?!?! აა ხო,ოქროს ბურთებზე და ბუცებზე იწევდნენ.ეს კიდე ხან დილა ვერ გათენდა მზიანი ხან ბალახი ვერ გაკრიჭეს და ხან რა...თუმცა მაგარი ნიჭიერია კაცო...წელს თუ არა შემდეგი წელი მისია.
1
№5
ავტორი: ikeoni
3 მარტი 2021 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
არ გამიკვირდება რო გაყიდონ ამ ზაფხულს
1
№6
ავტორი: gogita1991
3 მარტი 2021 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
არასტაბილურია არც სპორტული ჟინი ეტყობა მოკლედ არაა მანჩესტერის მთავარი თავდამსხმელის დონე ასე რომ ჯობია წავიდეს
1
№7
ავტორი: bendzela
3 მარტი 2021 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ეს უკვე ისე თამშობს რო რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს რო კლუბმა და მარსიალმმა მიიღეს გადაწყვეტილება რო უნდა წავიდეს აქედან და მოვალეობის მიზნით დაზოზინებს სტადიონზე . არადა ძაან ნიჭიერია უვრალოდ როგორც ჩანს თავის ნიჭს არასწორად იყენებს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top