თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2021, 23:17
ავტორი: shotkin,
ნანახია: 1168,
კომენტარები: 5
პრევიუ: კრისტალ პალასი VS მანჩესტერ იუნაიტედი
პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ''კრისტალ პალასი" ''მანჩესტერ იუნაიტტედს" უმასპინძლებს.
პრევიუ: კრისტალ პალასი VS მანჩესტერ იუნაიტედი
სიახლეები გუნდების შესახებ

"კრისტალ პალასი" კვლავ საკუთარი თილისმის,ვილფრიდ ზაჰას გარეშე იასპარეზებს,რომელმაც ტრამვის გამო ოთხი თამაში გამოტოვა,თუმცა კვირას გასამართი მატჩისთვის ''ტოტენჰემთან" შესაძლოა მზად იყოს.

"არწივებს" ლაზარეთიდან შლუპი და ვიქჰემი დაუბრუნდებიან.

კავანიმ კუნთის დაზიანების გამო წინა 3 მატჩი გამოტოვა და შესაძლებელია იგი შემადგენლობაში ვიხილოთ.

პოლ პოგბა კვლავ ვერ მიიღებს მატჩში მონაწილეობას ხოლო ფილ ჯონსი კი სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე ვერ იასპარეზებს.

ურთიერთშეხვედრები და ფაქტები მატჩის შესახებ:

"კრისტალ პალასს" პრემიერ ლიგაში,1991 წლის შემდეგ საკუთარ კედლებში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 12 მოუგებელი შეხვედრა აქვს ჩატარებული.(3 ფრე, 9 მარცხი).

"მანჩესტერ იუნაიტედმა",პრემიერ ლიგაში მეტოქე,ბოლო ოთხივე გასვლით შეხვედრაში დაამარცხა.

თუმცა, "არწივებს" შეუძლიათ ამ სეზონში, პრემიერ ლიგაში "იუნაიტედი" ზედიზედ მეორედ დაამარცხონ.


"კრისტალ პალასი"

"პალასს" ბოლო საშინაო 19 მატჩიდან არც ერთი არ მოუგია ტოპ 6 ეულის წინააღმდეგ,ბოლოს მათ ჩელსი დაამარცხეს 2017 წელის ოქტომბერში.

ბოლო ორ პრემიერლიგურ მატჩში "კრისტალ პალასმა" 6 ჯერ დაარტყა (3-ჯერ თითო მატჩში) მეტოქის კარის მიმართულებით,"ბრაიტონთან" და "ფულჰემთან", ხოლო საპირისპიროდ მეტოქისგან ამ ორი მატჩის ჯამში 40 დარტყმა მიიღეს საკუთარი კარის მიმართულებით.

ამ სეზონში გაშვებული გოლების თითქმის ნახევარი (21 გოლი 43 გოლიდან) "პალასმა" გაუშვა მატჩის პირველ ან ბოლო 15 წუთში.

ვილფრიდ ზაჰას გარეშე "არწივები" ბოლო 22 მატჩიდან 17 ში ვერ იტანენ გოლს ( 3 მოგება, 1 ფრე, 18 მარცხი)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 20 პრემიერ ლიგურ მატჩში მხოლოდ ერთხელ დათმო შეხვედრა (12 მოგება, 7 ფრე).

"იუნაიტედი" დაუმარცხებელია გასვლაზე თამაშის დროს პრემიერ ლიგის ამ სეზონში .

"მანჩესტერმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში,მეორე ტაიმში გაიტანა ყველაზე მეტი, 31 გოლი, უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერმა სხვა გუნდმა.

ოლე გუნარის შეგირდებმა შუაკვირაში გამართული 11 მატჩიდან მოიგეს 9 მატჩი, მათ შორის 6 გასვლითი მატჩი.

დონი ვან დე ბეეკმა სადებიუტო მატჩში გოლი "მანჩესტერის" შემადგენლობაში სწორედ "არწივების" წინააღმდეგ გაიტანა,როდესაც ცვლილებაზე შემოსულმა 13 წუთში აიღო მეტოქის კარი, თუმცა მას შემდგომ 1,045 წუთია რაც ნიდერლანდელს გოლით არ გამოუჩენია თავი.

bbc.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Karanadze
3 მარტი 2021 02:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Aba velodebit 3 qulas.
0
№2
ავტორი: kashmara
3 მარტი 2021 10:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Samwuxarod siti uechveli chempionia ra xodzea eg dedamtynuli gundi too... Dacva magar xodze yavt... Imedia 7davadugebt mag bozeba da damtavedeba magati warmoudgenwli rekordebi... Dges dzmeo 10kushi vici tu vinmes gindat mitxari getyvit rasac vfiqrob
0
№3
ავტორი: Old Red Devil
3 მარტი 2021 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
აუ აი იმხელა კომენტარი დავწერე მერე სტატიას გადავხედე და რა აზრი აქ?ყველამ ვიცით რა დღეშიც ვართ.ვიმედოვნებ გამარჯვებების სერიაზე დადგებიან.ეხლა ყველა აქცენტი 3ეულზე და უეფაზეა გასაკეთებელი.რამე ხილის თასი მაინც მოიგონ და გაგვახარომ
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2021 12:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს მაინც უნდა მოვიგოთ! არანაირი ფრე
0
№5
ავტორი: ikeoni
3 მარტი 2021 17:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
უეჭველი მოსაგები თამაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top