მარკ ჰიუზის აზრით, "იუნაიტედმა" ფოკუსი ერლინგ ჰაალანდსა და ჰარი კეინზე უნდა გააკეთოს. მისი თქმით "იუნაიტედმა" ედინსონ კავანი არასწორ დროს დაიმატა. ჰიუზის აზრით კავანი არაჩვეულებრივია, თუმცა ედ ვუდვორდმა აქცენტი ახლა უკვე გოლეადორებად ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებზე ჩამოაყალიბონ, რომლებიც მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღებას იპყრობენ.
ჰიუზის აზრით რაშფორდიცა და გრინვუდიც კარგები არიან, თუმცა ისინი საკმარისნი არ არიან თავიანთი ფოკუსითა და ფინიშინგით შეტევის დასკვნით სტადიაზე.
ჰიუზის აზრით კავანი საჭიროა გუნდისთვის, იგი გუნდს მეტ "ფოკუსს" და "თავდაჯერებულობას" მისცემს, თუმცა იგი კლუბს 5 წლის წინ უნდა დაემატებინა.
კავანი ბოლო 4 მატჩში გუნდს ვერ დაეხმარა, რაც აისახა კიდეც გუნდის შედეგებში, განსაკუთრებით კი "ჩელსისთან" ბოლო მატჩში, სადაც გუნდს შეტევის დასკვნით ფაზაში განსაკუთრებით აკლდა სიმწვავე.
""იუნაიტედის" ბლომად თამაში ვნახე, ეს მაღალი დონეა, რაშფორდი და გრინვუდი კარგები არიან, თუმცა ეს არაა საკმარისი, კავანი კი 5 წლის წინ კარიერის პიკში უნდა დაემატებინათ.
მათ უბრალოდ არასწორი დრო შეარჩიეს. მიუხედავად ამისა იგი გასაოცარი ცენტრ ფორვარდია. როდესაც ვხედავ მის თამაშს გუნდისთვის, ვფიქრობ იგი მეტ ფოკუსირებას ახდენს".