"მადრიდის რეალი" მზადაა ფრანგ მცველს საკმარისი თანხის შემთხვევაში შეელიოს . . .
"მადრიდის რეალი" მზადაა ფრანგ მცველს საკმარისი თანხის შემთხვევაში შეელიოს, ტრანსფერი შესაძლებელია ზაფხულში შედგეს, გამომდინარე იქედან, რომ ზაფხულის შემდეგ იგი კონტრაქტის ბოლო წელში გადავა, რის შემთხვევაშიც კლუბს გაუჩნდება რისკი მისი უფასოდ დაკარგვის, რადგანაც თავად ფეხბურთელს დიდი სურვილი აღარ აქვს კლუბში დარჩენის.
რაფაელ ვარანი 2011 წლიდან ირიცხება "ლოს ბლანკოსში" და ამ დროის მანძილზე 351 მატჩში მიიღო მონაწილეობა ყველა ტურნირის გათვალისწინებით.
ვარანმა გუნდთან ერთად საკმაო რაოდენობის ტიტული მოიგო და იყო იმ გუნდის წევრი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო "ჩემპიონთა ლიგას", ამავდროულად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაც შეძლო 2018 წელს, ახლა კი "იუნაიტედი" განიხილება ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად, ვისაც შეიძლება ჰქონდეს სურვილი ფრანგი მცველის დამატების, ინფორმაციას The Mirror ავრცელებს.
"წითელი ეშმაკები" 2019 წლის ზაფხულში უკვე ცდილობდნენ ვარანის გადაბირებას, თუმცა ეს მაშინ ვერ მოხერხდა, ახლა კი კლუბში ისევ მიდის მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორი საჭიროა ცენტრალური მცველის მოყვანა.
განსაკუთრებით ლოგიკური რაფა ვარანის ტრანსფერი მაშინ ხდება როდესაც განვიხილავთ თუ რა ხდება "იუნაიტედში", გუნდს ყავს ყველაზე ძვირიანი მცველი ჰარი მაგუაიერი, რომელიც ფაქტიურად ყველა მატჩს ატარებს და მისი პერფორმანსი მაინც არ არის ოპტიმალური, გულშემატკივრები გამოხატავენ ხოლმე უკმაყოფილებას, თუმცა ყველაზე დიდ კითხვის ნიშანს მაინც აჩენს ის, თუ ვინ იქნება მისი სტაბილური მეწყვილე.
https://sportslens.com