თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2021, 00:22
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1679,
კომენტარები: 8
რიო ფერდინანდი "იუნაიტედს" ორი ფეხბურთელის შეძენას თხოვს
"ჩელსისთან" უგოლო ფრის შემდეგ რიო ფერდინანდმა საინტერესო განცხადება გააკეთა ტრანსფერებთან დაკავშირებით . . .
რიო ფერდინანდი
ყოფილ "წითელ ეშმაკს" მიაჩნია, რომ კლუბს შეუძლია მიაღწიოს ჩემპიონობას, თუმცა ამისთვის სოლსკიაერის გუნდს სჭირდება შემადგენლობაში მცირე ცვლილებები.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გააუმჯობესა დაცვითი მოქმედებები ამ სეზონში, თუმცა კითხვები სრულად მოხსნილი არ არის, გამომდინარე იქედან, რომ ჰარი მაგუაიერს არ ყავს სტაბილური მეწყვილე.

ფერდინანდის აზრით ამ ზაფხულს, სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბმა უნდა დაიმატოს ლიდერული ნიჭის მქონე სწრაფი ცენტრალური მცველი. ამავდროულად ნორვეგიელმა სპეციალისტმა უნდა დაიმატოს ერთი ტოპ კლასის ფორვარდი, ფერდინანდმა მიანიშნა იმაზე, რომ ასეთ კანდიდატებად შეიძლება განიხილებოდეს მბაპე ან ჰაალანდი.

ჰაალანდმა მოახერხა განვითარება და თავი დაიმკვირდა, როგორც მნიშვნელოვანი გოლეადორმა, რომელმაც "დორტმუნდის ბორუსიასთან" ერთად 44 მატჩში 43 გოლის გატანა შეძლო.

"იუნაიტედი სწრაფ ფეხბურთს თამაშობდა წინა სეზონში, თუმცა 30 ქულით ნაკლები დააგროვეს ვიდრე "ლივერპულმა", ახლა კი მათ ზემოთ არიან. ეს დიდი მიღწევაა, შარშანდელი სეზონის შემდეგ რთული იქნებოდა ვინმეს ჩემპიონობაზე ეფიქრა.

ოთხი ან ხუთი კვირის წინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ თვალსაჩინოა წინსვლა. არის ეს გუნდი უკეთეს პოზიციაზე ვიდრე გასულ წელს?! დიახ ნამდვილად არის. არის კიდევ სამუშაობი ჩასატარებელი?! დიახ არის.

რაც მთავარია, ვხედავ პროგრესს. ჯერ კიდევ არის სივრცე განვითარებისთვის, ჩვენ აუცილებლად ცენტრალური მცველი გვჭირდება, რომელსაც ლიდერული უნარები და სისწრაფე ექნება. გთხოვთ!

ვფიქრობ კავანი კარგია, მას შეუძლია კარგად ბურთის დამუშავება, მაგრამ ჩვენთვის აუცილებელია ისეთი შემტევი, როგორებიც ერლინგ ჰაალანდი და კილიან მბაპე არიან. მათ არ უნდა მისცეთ საშუალება სხვაგან წავიდნენ.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ყოველთვის ყავდა სუპერვარსკვლავები და ეს ბიჭები შეცვლიდნენ ნარატივს კლუბში, ეს არის ზუსტად ის თუ რამდენად კარგები არიან ისინი. არის ადგილი განვითარებისთვის და შემადგენლობის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ გვჭირდება ყველაფრის ერთგვარი მიქსის გაკეთება.


შეგახსნებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ ტურში 0-0 ითამაშა "ჩელსისთან", ხოლო მომდევნო ტურში დაუპირსპირდება "კრისტალ პალასს", ხოლო ამის შემდეგ უიქენდზე თანაქალაქელ "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

https://metro.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ტრანსფერები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Georgi Tsintsadze
2 მარტი 2021 00:24
  • სიახლეები: 65
  • კომენტარები: 15
ALEXFERGUSON - მეილბოქსი სავსე გაქვს, ამიტომ აქ გიხდი მადლობას. გაიხარე.
0
№2
ავტორი: shotkin
2 მარტი 2021 01:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეჰ რიო მბაპე და ჰალანდი კარგია მარა სადაა.

პ.ს რიო ხედავს ამ გუნდის პროგრესს ქართველი ექსპერტები ვერა wink
0
№3
ავტორი: f.c.mu
2 მარტი 2021 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ციტატა: shotkin
ეჰ რიო მბაპე და ჰალანდი კარგია მარა სადაა.

პ.ს რიო ხედავს ამ გუნდის პროგრესს ქართველი ექსპერტები ვერა wink


სამწუხაროდ ვერც ბევრი მანჩესტერის გულშეტკივარი
0
№4
ავტორი: ikeoni
2 მარტი 2021 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ჰალანდი არ უნდა გავმაზოთ აქვს ოლეს მაგის დათრევის შანსი
1
№5
ავტორი: gogita1991
2 მარტი 2021 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ფაიზაღს ბაზრობს რიო
0
№6
ავტორი: Smoke - N
2 მარტი 2021 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
ფაიზაღი კი არის ეს ბაზარი რიოსგან მარა ეს ის თემა რომ არ იყიდიან არცერთ მათგანს სამწუხაროდ ამის ილუზია არავის არ გქონდეთ რომ ამხელა ფულს აღარ გაისვრის მანჩეს დირექცია სამწუხაროდ
0
№7
ავტორი: Vaskaa
3 მარტი 2021 09:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
მარტო სიტყვები არ კმარა. ჩვენც რომ გვკითხონ იგივეს ვუპასუხებთ. მთავარია გაიმეტებს თუ არა ფულს. რომელიმეში.
მბაპე გამოვრიცხოთ. აი ჰალანდის ყიდვის შანსები არის. ჰალანდიც თუ ვერა კეინი ხომ შეიძლება.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2021 12:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბრუნოს ნაირი ბომბა ტრანსფერი გვინდა 1-2 მაინც მარა სადაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top