დავიდ დე ხეას აზრით, მეტის გაკეთებაა საჭირო ტიტულების მოსაგებად . . .
დავიდ დე ხეა მიიჩნევს, რომ მეტი კლინიკურობაა საჭირო ტოპ გუნდებთან თამაშებში, თუ გუნდს სურს რომ დიდი ტიტულების მოგება დაიწყოს.
მიუხედავად იმისა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" 20 მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხვეს, ბოლო მატჩი კი "ჩელსისთან" ნულოვანი ფრით დაასრულეს "სტემფორდ ბრიჯზე", გუნდში იმედგაცრუება მაინც გაჩნდა დაკარგული ქულების გამო.
მართალია "იუნაიტედი" მეორე ადგილს მყარად ინარჩუნებს, თუმცა საჩემპიონო რბოლაში თანაქალაქელს 12 ქულით ჩამორჩება, რის აღმოსაფხვრელადაც ესპანელი მეკარის აზრით მეტი დაუნდობლობაა საჭირო.
" ფრე კარგია, თუმცა თუ გვინდა მეტს მივაღწიოთ და მოვიგოთ სხვადასხვა ტიტული, ასევე პრემიერ ლიგა, ჩვენ ასეთი კლუბებიც უნდა დავამარცხოთ.
ბევრი შანსი არ გვქონია, კრეტიულობა გვაკლდა, რამაც მოიტანა ეს შედეგი. კარგი კონტრშეტევითი მოქმედებები გვქონდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ეტაპზე, სადაც ბოლო პასი იყო საჭირო არ ვიყავით კარგები, თუმცა ამის საპასუხოდ საკუთარი თავის დაცვა კარგად მოვახერხეთ.
მეტოქესაც არ ჰქონია ბევრი შანსი, ასეთი სულ რამოდენიმე იყო, თუმცა დაცვა და ზოგადად გუნდი ამისთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. ვცადეთ თუმცა გულწრფელი რომ ვიყო ეს არ იყო საკმარისი.დავიდ დე ხეა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რაც მისი კარგი პერფორმანსიდან გამომდინარეობდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მის მიერ მოგერიებული ურთულესი ბურთი, რა დროსაც მან ჰაკიმ ზიეჩის ახლო დარტყმული საოცრად მოიგერია, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო მიმართულებით ჰქონდა მოძრაობა დაწყებული.
"ეს მართლაც დიდი შანსი იყო "ჩელსისთვის", მითუმეტეს ასეთ დროს, ასეთ თამაშში. მოხარული ვარ, რომ ჩემი მოგერიებული ბურთით გუნდ დავეხმარე. ამით ბედნიერი ვარ, თუმცა ვფიქრობ მეტი გვჭირდება, ეს არაა საკმარისი ტიტულების მოსაგებად.
რაც შეეხება სავარაუდო პენალტის მომენტს, როდესაც დავინახე მსაჯის მიერ ვიდეო რეფერის გადამოწმების მინიშნება, ვფიქრობ, რომ პენალტს დანიშნავდა. მართალია მომენტი მაშინ არ დამინახავს, თუმცა ახლა ვფიქრობ რომ ნამდვილად იყო პენალტი, მაგრამ ეს ფეხბურთია და ვიდეო რეფერიმ ასე გადაწყვიტა, ახლა უკვე "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ მატჩზე უნდა ვფოკუსირდეთ". დავიდ დე ხეა იმ სიტუაციასაც შეეხო, რაც "პრემიერ ლიგის" ცხრილშია შექმნილი:
"შემდეგი მატჩი უნდა მოვიგოთ და შემდგომ "სიტის" ვეთამაშეებით, აი მანდ გამოჩნდება შეგვიძლია თუ არა მათი დამარცხება და მიახლოვება მათთან, რადგან ახლა ისინი მატჩებს მიყოლებით იგებენ, ისინი თამაშობენ მშვენივრად და ქულებს შორის სხვაობაც დიდია. მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს "პრემიერ ლიგაა", ბოლო მატჩამდე ყოველთვის გვინდა ვიბრძოლოთ და ჩვენი საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ.
წარმოუდგენელია 20 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია გასვლით მატჩებში, განსაკუთრებით წარმოუდგენელია ეს "პრემიერ ლიგაში", ვფიქრობ ამით უნდა ვიამაყოთ. თუმცა უნდა გავაგრძელოთ უნდა ვიყოთ ფოკუსირებულნი და უნდა დავამარცხოთ "კრისტალ პალასი". https://www.manutd.com