ჩელსისთან უგოლო ფრის შემდეგ ურუგვაელმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელით მიმართა . . .
"მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებს "ექვსეულის" გუნდებთან მოკრძალებულ სერიას, რის ფარგლებშიც კიდევ ერთი უგოლო ფრე ვიხილეთ ამჯერად "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისთან" მატჩში. აღნიშნული უკვე მე-5 შემთხვევაა შესაძლო 7 მატჩიდან, რაც გულშემატკივრების უკმაყოფილებას იწვევს გარკვეულწილად.
ედინსონ კავანი აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას არ იღებდა ტრამვის გამო და შესაძლებელია ითქვას კიდეც, რომ ურუგვაელის საჰაერო და ფიზიკური პოტენციალი გუნდს აშკარად აკლდა შეტევაში.
მიუხედავად ამისა ურუგვაელმა მატჩის შემდგომ გულშემატკივრებისთვის გამოაქვეყნა სტატუსი მის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე, შემდეგი მესიჯით: " მსურს მალე დავბრუნდე"
რაც შეეხება მატჩს, იგი არასტაბილური აღმოჩნდა გუნდისთვის, იყო საკამათო ეპიზოდებიც, მაგალითად კალუმ ჰადსონ ოდოის მომენტი, რომლის დროსაც "ჩელსის" ფეხბურთელს ბურთი ხელზე შეეხო მისსავე საჯარიმოში და შემდგომ ბურთი გრინვუდს მოხვდა, თუმცა პენალტის დანიშვნა მსაჯმა უცნაურად გაამართლა, რომ თითქოს ამას მოყვებოდა შემდეგ ბევრი მითქმა-მოთქმა თუ ამ მომენტში პენალტს დანიშნავდა.
გულშემატკივართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ უგოლო ფრე იმ მონდომების ნაკლებობის შედეგია, რაც გუნდმა შეტევაში გამოიჩინა, კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა მაკტომინეის და მეისონ გრინვუდს.
თუმცა იყო გამონათებებიც, ვიქტორ ლინდელოფის დაცვაში კარგი თამაშისა და დავიდ დე ხეას შესანიშნავი სეივის სახით.
https://sportslens.com