ლუკ შოუ მიიჩნევს, რომ საკამათო მომენტში მსაჯმა უმნიშვნელოვანესი პენალტი არ დადო "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ, გამომდინარე იქედან, რომ მანამდე "ბევრი საუბარი მიდიოდა ამ თემაზე".
მატჩი მიმდინარეობისას ვიდეო რეფერის მიერ მომენტის შესამოწმებლად შეჩერდა, რა დროსაც "ჩელსის" საჯარიმოში კალუმ ჰადსონ ოდოი რეალურად ბურთს ხელით შეეხო, მასჯმა სტიუარტ ატველმა გადაწყვიტა, რომ მიუხედავად კონტაქტისა ეს არ იყო პენალტი, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც "იუნაიტედის" ფეხბურთელებში, ასევე სამწვრთვნელო სტაფშიც.
მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა ლუკ შოუმ, რომელმაც ატველის გადაწყვეტილება დაიწუნა და ეს ყველაფერი თავისებურად ახსნა და ამავდროულად საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება:
მიკვირს, რატომ შეჩერდა მატჩი თუ პენალტის დანიშვნას მაინც არ აპირებდნენ, თავიდან არც კი მეგონა, რომ მომენტის გადამოწმება მიმდინარეობდა. თუმცა შემდგომ როცა ყველაფერი ცხადი გახდა გავიგონე მსაჯის მიერ ჰარი მაგუაიერისთვის ნათქვამი შემდეგი ფრაზა - "თუ მე ვიტყვი, რომ ეს პენალტია, ამას ბევრი საუბარი მოყვება შემდეგ". ('If I say it's a pen it's going to cause a lot of talk about it after,') ასე რომ არ ვიცი რა მოხდა, ფაქტია ხელი იყო და ჰარისაც უთხრა, რომ ეს პენალტია, თუმცა მაშინ, რატომ არ დაინიშნა პენალტი?!