თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2021, 22:58
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1197,
კომენტარები: 9
უღიმღამო ფრე ჩელსისთან 0-0 (ფეხბურთელთა შეფასებები)
"სტემფორდ ბრიჯზე" მატჩი უგოლოდ დასრულდა.
უღიმღამო ფრე ჩელსისთან 0-0 (ფეხბურთელთა შეფასებები)
მიუხედავად იმისა, რომ მატჩმა უღიმღამოდ ჩაიარა, "იუნაიტედის" მხრიდან რამოდენიმე ფეხბურთელმა შედარებით მაღალი შეფასება დაიმსახურეს, საბოლოო ჯამში შეფასებები ასე განაწილდა:

დავიდ დე ხეა: იყო ერთი შესანიშნავი სეივი და რამოდენიმე კარგი თამაში. 5/10

აარონ ვან ბისაკა: დაცვითი სამუშაო კარგად შეასრულა, თუმცა შეტევაში ბევრი ვერაფერი 5/10

ვიქტორ ლინდელოფი - ერთ-ერთი კარგი თამაში ამ სეზონში, უმნიშვნელოვანესი წარმატებული ვარდნა ვერნერის წინააღმდეგ, რომლითაც გუნდი უცილობელ გოლს გადაარჩინა. 7/10

ჰარი მაგუაიერი - მეორე სართულზე გამორჩეული, წინაც კარგად ითამაშა, თუმცა მაინც 5/10

ლუკ შო - დაცვაში კარგი, თუმცა საერთო ჯამში ბევრი ვერაფერი 5/10

სკოტ მაკტომინეი - დაეტყო გაცდენილი დრო 5/10

ფრედი - სასაცილოა, თუმცა გააუმჯობესა პერფორმანსი ყვითელი ბარათის შემდეგ 6/10

ბრუნო ფერნანდეში - სახიფათოდ მშვიდი, არაფერი განსაკუთრებული არ შეუქმნია 4/10

მარკუს რეშფორდი - არ იხსნებოდა საკმარისად, თითქოს ეშინოდა დარტყმის 4/10

დენიელ ჯეიმსი - გულმოდგინედ იშრომა, შექმნა შანსები

მეისონ გრინვუდი - არ იყო საკმარისად სახიფათო, ბევრი ირბინა, თუმცა 5/10

შეცვლაზე:

ენტონი მარსიალი - უკომენტაროდ . . .

პ.ს აღნიშნული შეფასებები გადმოტანილია შესაბამისი წყაროდან და არ წარმოადგენს ჩემს ( მთარგმნელის) მოსაზრებებს.

https://oldtraffordfaithful.com
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
28 თებერვალი 2021 22:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაკტომინეიმ ყველას გადაუჯოკრა, ძაან ცუდი მატჩი ჩაატარა.
0
№2
ავტორი: Georgi Tsintsadze
28 თებერვალი 2021 23:01
  • სიახლეები: 65
  • კომენტარები: 15
ციტატა: SANDROGRIGA
მაკტომინეიმ ყველას გადაუჯოკრა, ძაან ცუდი მატჩი ჩაატარა.

მარსიალს ვერავინ გადაუჯოკრავს
0
№3
ავტორი: alkimikosi
28 თებერვალი 2021 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
ციტატა: SANDROGRIGA
მაკტომინეიმ ყველას გადაუჯოკრა, ძაან ცუდი მატჩი ჩაატარა.

რაქნა ბოლოს, ერთი ნორმალური პასი უნდოდა და გოლი იყო, ვისაც კაცი ყავდა მაინცდამაინც იმას მისცა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
28 თებერვალი 2021 23:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Georgi Tsintsadze
ციტატა: SANDROGRIGA
მაკტომინეიმ ყველას გადაუჯოკრა, ძაან ცუდი მატჩი ჩაატარა.

მარსიალს ვერავინ გადაუჯოკრავს

მარსიალი ზოგადად ცუდ ფორმაშია და ამ სეზონში ძაან ცუდად გამოიყურება, ცვილებაზე შემოვიდა და ბურთიც არ მიუღია წესიერად და მაგას კრიტიკა არ აკლია :) მარა ამ ნაქებმა მაკტომინეიმ საერთოდ გადაფარა ყველა. ჯერ ფიზიკურ ორთაბრძოლებში თუ არ დაჯარიმდა ისე იშვიათად თუ ჯობნის სხვას, თან ამხელაა, შეხედავ გეგონება მარტივად უნდა აჯობოსო და კოვაჩიჩი უფრო მაგრად ეგდა ფიზიკურ ბრძოლებში ჩვენებს :) მერე პასი და ხედვა არ აქვს, ერთი დარრყმა დაამუღამა ამ სეზონში და გადამეტებული შთაბეჭდილება შეგვიქმნა ასე მგონია. აი ტიპური ბრიტანელი ჩამშლელია, ჯარიმები და უფანტაზიო პასები
0
№5
ავტორი: Takashi Fukunishi
28 თებერვალი 2021 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
თანაბარი თამაში იყო ვერ ვაჯობეთ, არაუშავს არ იყო ადვილი თამაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№6
ავტორი: gogita1991
28 თებერვალი 2021 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ეს დანიელ ჯეიმსი რატოა ესეთი უფანტაზიო?
0
№7
ავტორი: levionok
28 თებერვალი 2021 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
არაფერი განსაკუთრებული შეფასებაც სრულად ასახავს რეალობას ლინდელოფი და ფრედი იყვნენ კარგები დანარჩენები ყველა ისე რააა...ჯეიმსი გრინვუდი ნუ არ ვიცი ესენი თუ დღეს მანჩეატერის დონისები არიან მე კაკ მინიმუმ ბაშაქშეჰირში უნდა მივიდე სინჯებზე
0
№8
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2021 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
საერთოდ ვერ ვხედავ ამ თამაში ჩვენის გუნდის რაიმე ცუდ თამაშს არც საუკეთესოს ზუსტად თანაბარი თამაში იყო და ლოგიკური შედეგი
0
№9
ავტორი: Old Red Devil
1 მარტი 2021 08:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
არაუშავს ისწავლის ოლე როდის რა გააკეთოს.მაგ უნიჭოებსაც რამეს გააგებინებს,გუნდიც დადებს წესიერ ტრანსფერებს,იქ კიდე ვინმეც გამოჩნდება აკადემიიდან.კლოპმა მგონი 600-700მლნ დაახარჯა ერთხელ რო გაებაბანა ლივერპულს ასე რომ მთელი სანტა ბარბარა წინ გვაქვს.უბრალოდ 1 რამეს ვერ ვიგებ რატო გაუბიბინა ან განლაგებას?ხო იცი შე დალოცვილო რო ზოგიერთი ფეხბურთელი ერთჯერადია. 2 მატჩი კაია და მერე ტემპი უვარდებათ,ეს ბუნებრივია არასტაბილურობის მაჩვენებელია,და ამის გამო ჯიუტად ერთი და იგივე მონახაზი არბენინო ყველას?!ხშირად რო ცვალოს ხოლმე განლაგება ალბათ რამე ახალს ეს ქინძებიც დაინახავენ და უფრო ექნებათ შემართება. დავიჯერო 4-3-3 რესურსი არ გვაქვს?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top