"ჩელსის" თავკაცი ტომას ტუხელი, საქებარ სიტყვებს არ იშურებს ბრუნო ფერნანდეშის გამორჩეული ფორმის მიმართ და აღიარებს, რომ თავად სურდა პორტუგალიელის შეძენა პარიზში ყოფნის დროს.
ფერნანდეში კვირას "ჩელსის" წინაარმდეგ პრემიერ ლიგის გასვლით მატჩს ჩაატარებს, მის ანგარიშზე კი "მანჩესტერ იუნაიტედში" 60 თამაშში 34 გოლია.
ტუხელის თქმით ფერნანდეშის შესახებ მას თავდაპირველად პარისენჟერმენის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა აცნობა.
"ჩვენ ვცდილობდით რომ ეს მომხდარიყო:" ამბობს ტუხელი.
"ჩემი პირველი სპორტული დირექტორი პარიზში ძალიან კარგად იცნობდა ბრუნო ფერნანდეშს, სწორედ მისი რჩევით ჩვენ დიდი ხანი ვაკვირდებოდით მას და ვიხილეთ უამრავი თამაში მისი შესრულებით. ჩვენ მართლა დიდი ძალისხმევით ვცდილობდით, რომ დაგვემყარებინა მასთან შესაბამისი კონტაქტი რათა გადაგვებირებინა პრტუგალიელი ჩვენს კლუბში სათამაშოდ. თუმცა დიდი ძალისხმევის მიუხედავად მან სხვა გზა არჩია."
ტუხელზე პორტუგალიელის თამაშმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რის გამოც "ჩელსის" ამჟამინდელი მწვრთვნელი მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს უწოდებს.
"ის გახლდათ "სპორტინგისთვის" დიდი ფიგურა, ეფექტური გოლეადორი და ეფექტური ბიჭი, რომელიც თავისი თამაშით გარშემომყოფებსაც სახიფათოს ხდიდა." ამბობს "დორტმუნდის ბორუსიას" ყოფილი თავკაცი.
"გადმოხვიდე პორტუგალიის დიდი გუნდიდან, თუმცა არც თუ ისე ძლიერი ლიგიდან და მოერგო მსოფლიოს უძლიერეს ლიგას ევროპაში და გქონდეს ასეთი სახის გავლენა გუნდზე, ეს მხოლოდ დიდ პატივისცემას იმსახურებს."
ტუხელმა სოლსკიაერთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
"ვგრძნობ რომ მას აქვს დიდი მხარდაჭერა საკუთარი კლუბისგან, რაც ძალზედ სასიამოვნო სანახავია, რადგან არაფერია მწვრთვნელისთვის იმაზე სასიამოვნო როდესაც საკუთარი კლუბი ნდობას გიცხადებს და შენი სწამს მაშინაც კი როდესაც რთული პერიოდი გიდგას."