"იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა, რომ დიოგო დალოს შეეძლება საკუთარი კლუბის წინააღმდეგ ითამაშოს, რომლიც "მილანში" იჯარით თამაშობს.
წილისყრის შემდეგ, ბევრმა დასვა ეს კითხვა, რადგან ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის წესების თანახმად, განათხოვრებულ ფეხბურთელს არ შეუძლია თავისი გუნდის წინააღმდეგ თამაში.
თუ საიჯარო ხელშეკრულებაში ასეთი მუხლი არ არის შეტანილი, რათქმაუნდა განათხოვრებულ მოთამაშეს აქვს შესაძლებლობა ითამაშოს საკუთარი გუნდის წინააღმდებ. დალოს შემთხვევაში ასეთი მუხლი არ არსებობს. შესაბამისად პორტუგალიელს ვიხილავთ სხვა გუნდის მაისურით.