თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2021, 20:45
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1701,
კომენტარები: 8
სოლსკიაერმა ტუხელი და "ჩელსი" შეაფასა
"ჩელსისთან" მატჩის წინ ნორვეგიელმა დრო მეტოქეზე საუბარს დაუთმო . . .
სოლსკიაერმა ტუხელი და
ფრენკ ლამპარდის შეცვლის შემდეგ "ჩელსის" მწვრთნელის პოსტი თომას ტუხელმა ჩაიბარა, რომელმაც ბოლო 8 მატჩში გუნდს 6 მატჩი მოაგებინა და ჯერ-ჯერობით არ დამარცხებულა პრემიერ ლიგაში.

"ჩელსის" მიზნები წელს ოთხეულში ყოფნით თუ შემოიფარგლება და ამისთვის გუნდი "ვესტ ჰემს" 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო "იუნაიტედთან" 6 ქულიანი ჩამორჩენა აქვს.

მატჩის წინ ოლე გუნარმა ტუხელზე კარგი სიტყვები არ დაიშურა: "შედეგები, სტატისტიკა და ბურთის ფლობა თვალშისაცემია, როცა "ჩელსის" ვუყურებ, ის კარგად მუშაობს. არასდროსაა მარტივი გუნდში შუა სეზონში მიხვიდე და წარმატებული სერია წამოიწყო, თუმცა იმედი მაქვს ჩვენ შევაჩერებთ მათ სვლას. ესაა ჩემი სამუშაო.

სოლსკიაერი საუბრისას ასევე შეეხო "მანჩესტერ სიტის" და მათ 10 ქულიან "გაქცევას" ცხრილში.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვფოკუსირდეთ, არ უნდა მოვდუნდეთ და შემდეგი სამი მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება

"ჩელსი" ჩვენი მდევარია, მეორეს მხრივ ჩვენ "სიტის" მდევარი ვართ, რა თქმა უნდა თუ ამბიციები გვაქვს რაიმე დიდის ეს მატჩი ჩვენთვის სასარგებლოდ უნდა დავასრულოთ, არ უნდა მივცეთ "ჩელსის" არანაირი ამბიცია ჩვენი დაჭერის

ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საერთაშორისო შესვენებამდე, ეს იქნება საყურადღებო პერიოდი

საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა აპრილში და მაისში სად ვიქნებით, რა პოზიციები გვექნება დაჭერილი და ამაში ხელი არაფერმა არ უნდა შეგვიშალოს".


https://metro.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები, მატჩის წინ
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2021 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
მიდი ოლე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ თამაშის მოსაგებად ❤️
0
№2
ავტორი: LASHQARA
26 თებერვალი 2021 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ამათთან მოგება ძალიან პრინციპულია, ტუხელსაც უნდა ვაგრძნობინოთ სად მოვიდა, მიზანი გაისწოროს თავდასხმამ რაც მთავარია, კავანი ძალიან დაგვჭირდება ამ თამაშში, იმედია იქნება, ძირითადში თუ არა მეორე ტაიმში მაინც... love am
0
№3
ავტორი: Chesterman
27 თებერვალი 2021 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 695
მაგრა ვერ ვიტან ამ იაზვა ტიპს და იმედი მაქ და დარწმუნებულიც ვარ გაულაღლაღებს ოლეგი ბიძია
0
№4
ავტორი: Phil Jones
27 თებერვალი 2021 11:52
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მიუხედავად იმისა რომ 10 ქულაა სხვაობა ეხლაა გადამწვეტი მატჩები თუ ჩელსის და სიტის მოვუგებთ, მილანთან უნდა დაიკიდონ 100 % ით რა ევროპა ლიგა, მთავარია ეს თამაშები მოვიგოთ...
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2021 20:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ჩელსი კარგ ფორმაშია მარა მაინც მგონია რო ჯერ ინერციით მიდიან, არ იქნება იოლი თამაში მარა მოგებაზე უნდა ითამაშონ
0
№6
ავტორი: temo-scholes
28 თებერვალი 2021 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
რთული, მაგრამ კარგი საყურებელი მატჩი იქნება, რომელიც უნდა მოვიგოთ

რთული, მაგრამ კარგი საყურებელი მატჩი იქნება, რომელიც უნდა მოვიგოთ
0
№7
ავტორი: PaLoMo
28 თებერვალი 2021 13:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
არ წააგებს ამ მატჩს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: The Special One
28 თებერვალი 2021 16:25
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ტოპ 6 ის არც ერთ გუნდთან არ მოგვიგია ამ სეზონში :) ამას დავუმატოთ რომ მარტო 1 გოლი გავუტანეთ,ისიც პენალტით

მეორე წრეში უნდა გამოსწორდეს ეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top