"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთვნელი ოლე გუნარ სოლსკიაერმა გაამხილა მოლოდინები "მილანთან" დაპირისპირების შესახებ. იგი ასევე შეეხო დიეგო დალოს საკითხს.
"ევროპა ლიგის" კენჭისყრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ რთულად ჩაიარა, მეტოქედ იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდი "მილანი" შეხვდა "წითელ ეშმაკებს", რომელსაც შემადგენლობაში ყავს ყოფილი "ეშმაკი" ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შვედი ფორვარდი კლუბის მთავარ გოლის გამტან ძალას წარმოადგენს.
კლუბში იჯარის წესით თამაშობს "იუნაიტედის" ფეხბურთელი პორტუგალიელი დიოგო დალო, რომელსაც შეეძლება თამაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" 11 მარტს გაიმართება.
"მშვენიერი დაბადების დღის საჩუქარია, არ მეთანხმებით?! ტრადიციასავით ჩამოგვიყალიბდა, რომ კენჭისყრაზე რთული ბედი გვაქვს. ამჯერად კენჭისყრამ ისეთი გუნდი შეგვახვედრა გრძნობა შეიძლება გაგიჩინოს თითქოს "ჩემპიონთა ლიგის" მატჩია. ძალიან კარგია, რომ ასეთი მატჩები გველის. გუნდს სჭირდება გამოწვევები და ჩვენ ამით უნდა ვისიამოვნოთ". - განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა, რომელიც სხვათაშორის დღეს 48 წლისა გახდა, თუმცა მიუხედავად ამისა Aon Training კომპლექსზე იმყოფება და კლუბის ვარჯიშის პროცესში აქტიურადაა ჩართული.
ტრადიცია და ისტორია მილანის, ესაა დიდებული, მივესალმებით და უკვე ვიცით როგორ დიდებულ სტადიონზეც მოგვიწევს ჩასვლა სათამაშოდ. ველით ამ გამოწვევას".
"ზლატანით რა თქმა უნდა გაოცებული ვარ, ესაა რაც შემიძლია მისი კარიერის მიმდინარეობაზე ვთქვა. მან "იუნაიტედში" მძიმე ტრამვა მიიღო, შემდეგ აშშ-ში განაგრძო თამაში, მაგრამ დაბრუნდა და ახლა "მილანის" წამყვან ძალას წარმოადგენს. ისინი ზემოთ მიიწევენ და კარგი სეზონი აქვთ. რაც შეეხება დიოგო დალოს იგი ჩავიდა იქ გამოცდილების მისაღებად დიდ კლუბში და ის იქ ბევრს ისწავლის.
ამ სეზონში მან ბევრი მატჩი ჩაატარა, ფორმაშია და იმედი მაქვს მის შეწუხებას შევძლებთ თამაშებში".