პოლ სქოულზი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" უკეთესი შანსები გააჩნია "ევროპა ლიგაზე" ვიდრე "ტოტენჰემსა" და "არსენალს".
სქოულზის აზრით ორივე ინგლისურ გუნდს კარგი შანსი აქვთ "ევროპა ლიგის" მოგებისთვის. სქოულზს ასევე კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, თუ რა შანსი აქვს "რეინჯერს" და ხომ არ შეიძლება მათ იფიქრონ ტურნირის მოგებაზე, რაზეც სქოულზმა უპასუხა: " მანჩესტერ იუნაიტედს აქვს, სხვა გუნდებთან მიმართებაში დარწმუნებული არ ვარ.
იუნაიტედს უკეთესი შემადგენლობა ყავს, ვიდრე დანარჩენ გუნდებს, რომლებიც ტურნირზე დარჩნენ. წინა წელს ასეთი კარგი სიტუაცია არ გვქონდა, თან ჩემპიონატში მონაწილეობდა "სევილია", რომლისთვისაც ეს ტურნირი განსაკუთრებულია.
დღეს ყველაფერი იმგვარად ვითარდება, რომ ეს არის საუკეთესო შანსი გუნდმა მოიგოს რომელიმე ტიტული. შეიძლება გუნდს ჰქონდეს საუკეთესო თამაშები, თუმცა იქნება შედარებით სუსტი მატჩებიც.
დიახ, რა თქმა უნდა "არსენალი" და "სპურსი" კარგი გუნდებია, მათ აქვთ კარგი შანსი, თუმცა იუნაიტედი ორივეს აღემატება. იტალიური და ესპანური გუნდები ანგარიშგასაწევი ძალაა, მითუმეტეს "მილანი", რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს, "იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა აჯობოს მათ".