სოლსკიაერის იმედები "ჩელსისთან" დაპირსპირების წინ . . .
"რეალ სოსიედათან" მატჩის წინ "იუნაიტედს" საკმაოდ ბევრი ტრამვირებული ფეხბურთელი ყავდა, თუმცა სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის.
BT Sport-თან საუბრისას სოლსკიაერმა გამოთქვა იმედი იმის შესახებ, რომ ვან დე ბეეკი, მაკტომინეი და კავანი შესაძლოა მწყობრში იყვნენ "ჩელსისთან" მატჩისთვის. სავარაუდოდ სამივე დიდი ალბათობით მოხვდებიან სამატჩო განაცხადში.
ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება ფეხბურთელთა ფიტნეს მზაობაზე, რომელიც სავარაუდოდ დღევანდელ ვარჯიშებზე გამოჩნდება, თუმცა სპეციალისტს როგორც ჩანს ოპტიმიზმის საფუძველი გააჩნია,
სოლსკიაერმა ასევე აღნიშნა, რომ გამორიცხულია პოლ პოგბას დაბრუნება ამ მატჩში. გამომდინარე იქედან, რომ ფრანგს ჯერ მხოლოდ მსუბუქი დატვირთვით ვარჯიში შეუძლია.
რაც შეეხება კავანის ის ახლა კრიტიკულად საჭიროა კლუბისთვის, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ფეხბურთს თამაშობს მარსიალი. გრინვუდიც მოიკოჭლებს ბოლო მატჩებია კრეატიულობაში და უჭირს გავლენა მოახდინოს თამაშზე.
რაც შეეხება ვან დე ბეეკსა და მაკტომინეის, ისინიც საჭირო ფიგურებს წარმოადგენენ გუნდისთვის, თუმცა ბეეკი უდიდესი ალბათობით სათადარიგოზე იჯდება, აი სკოტის შემთხვევაში უფრო სათუოა რამეს თქმა, რადგანაც ნემანია მატიჩმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა "სოსიედადთან" ,რამაც შეიძლება ოლეს მისცეს იმის საშუალება, რომ სწორედ სერბი ათამაშოს სასტარტო შემადგენლობიდან, ან იგივე ფრედზე გაამახვილოს ყურადღება, გამომდინარე იქედან, რომ სკოტი 100%-ით მზად არ არის როგორც ჩანს.
როგორც ოლე გუნარმა მედიას განუცხადა ყველაფერს პარასკევის შეკრება და ფიტნესის შედეგები გადაწყვეტს.
https://www.unitedinfocus.com