თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2021, 12:08
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1159,
კომენტარები: 4
იმედგაცრუება გრძელდება
მარსიალმა და გრინვუდმა კარგი შანსი მიიღეს, თუმცა . . .
იმედგაცრუება გრძელდება
როგორც მოგეხსენებათ გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ევროპა ლიგის" ეგიდით "რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდა ეს იყო საპასუხო მატჩი და ამ მატჩს "წითელი ეშმაკები" 4:0 უპირატესობით შეხვდნენ, თან მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" იმართებოდა, გამომდინარე აქედან გულშემატკივრები ელოდნენ მატჩს, სადაც ის ფეხბურთელები უფრო შთამბეჭდავად ითამაშებდნენ, რომელთაც ბევრი აქვთ კლუბში დასამტკიცებელი. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრები უკმაყოფილონი დარჩნენ ბრუნო ფერნანდეშის სასტარტოში ხილვით, გამომდინარე იქედან, რომ პორტუგალიელი თითქმის არასდროს ისვენებს და ასეთ მატჩში, სადაც უპირატესობა კოლოსალური აქვს კლუბს წესით მნიშვნელოვანი მოთამაშეები უნდა ისვენებდნენ, ისევე როგორც ეს მაგუაიერის შემთხვევაში მოხდა.

თუმცა ეს არ აღმოჩნდა ყველაზე დიდი იმედგაცრუება გუშინდელი მატჩის, რეალურად უფრო მძიმე საყურებელი იყო მარსიალისა და გრინვუდის უფანტაზიო თამაში, ფეხბურთელები რომლებიდანაც კიდევ უფრო მეტს ელიან გულშემატკივრები. ამ შემთხვევაში გრინვუდზე მეტად გაბრაზებას მარსიალის თამაში იწვევს. მათ მთელი მატჩი ჰქონდათ საკუთარი თვისებების წარმოსაჩენად და შედეგის დასადებად, თან რეალურად მათზე მოდიოდა კრეატიულობისთვის დათმობილი მთლიანი სივრცე, სამწუხაროდ მათ ეს ვერ გამოიყენეს.

კარგი დარტყმა საკმარისი არ არის

გუშინდელ მატჩში მარსიალის წინააღმდეგ ისიც უნდა ითქვას, რომ აკლდა სურვილი თამაშის, იგი ფაქტიურად უმოტივაციოდ გადაადგილდებოდა და საკმარისად არ ცდილობდა გაემწვავებინა თამაში. რეალურად მას ჰქონდა ერთი ძალიან კარგი დარტყმა, რომელიც მოიგერია მეკარემ და აგრეთვე ორი აცილებული ბურთი კარის ჩარჩოს, რაც საკმარისთან ახლოსაც კი არ არის.

რაც შეეხება გრინვუდს, მას ჰქონდა ერთი კარში დარტყმა და ერთი კარისკენ დარტყმა, რომელიც ჩარჩოს აცდა.

საერთო ჯამში ეს მატჩი არ იყო ის, სადაც "იუნაიტედი" მწვავედ მოქმედებდა შეტევაში, იყო რამოდენიმე შორი დარტყმა მხოლოდ, რისი გამორჩევაც შეიძლება.

მარსიალის შემთხვევა ძალიან რთულია, გამომდინარე იქედან რომ საკმაოდ დიდი ხანია რაც მარსიალი დაბალი დონის თამაშს გვაჩვენებს და გულშემატკივრები ბრაზობენ იმის შესახებ, რომ ფრანგი სტადიონზე დადის, სირბილითაც კი არ იკლავს თავს, ამიტომ სავარაუდოა, რომ კავანი იქნება სასტარტო შემადგენლობაში, თუ ურუგვაელი შემტევი ტრამვას მოიშუშებს და ფორმაში იქნება "ჩელსისთან" მატჩისთვის.

რაც შეეხება გრინვუდს, მას უფრო მეტი შანსი აქვს სასტარტოში მოხვედრისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი შანსი მისთვის დაამტკიცოს მისი შესაძლებლობები დიდ მატჩებში.

https://www.unitedinfocus.com
სიახლეები, ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
26 თებერვალი 2021 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
გრინვუდისგან რა უნდათ შიგ ხო არა აქვთ ამათ ბლ'''''ად! სისულელეა გრინვუდისგან მოითხოვო რამე და მის შანსებზე ილაპარაკო, ამ გაზეთის თუ ჟურნალის სტატიის ავტორმა მაგრად ჩამოკ//რა და მერე გამოტ////ნაურდა საიდანღაც. გრინვუდს ყველაფერი წინ აქვს. აი მარსიალი მაგარი ჩობანი გამოდგა ..კარგი შანსი აქვს იუნაიტედში თავისი სახელი ჩაწეროს..მაგრამ ზარმაცი და უხასიათოა და რო გასაყიდია ზაფხულში მაგას უკვე თვითონაც კი ხვდება. სასწრაფოდ მოძრავი ფორვარდია საჭირო ზაფხულში
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: gogita1991
26 თებერვალი 2021 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
მარსიალს ამოყიდიან ამ ზაფხულს
0
№3
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2021 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
მარსიალის მომავალი უკვე ბუნდოვანი ხდება ჩვენთან
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2021 20:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარსიალი მართლა საშინელია ამ სეზონში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top