თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2021, 11:45
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 975,
კომენტარები: 3
გულშემატკივრები ბაილის თამაშით კმაყოფილნი არიან
"ტვიტერზე" გულშემატკივრები განსაკუთრებით გააქტიურდნენ.
გულშემატკივრები ბაილის თამაშით კმაყოფილნი არიან
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააქტიურდნენ გუშინდელი მატჩის შემდეგ, რაც მოყვა ერიკ ბაილის შთამბეჭდავ თამაშს ესპანელთა წინააღმდეგ.

გუშინდელი მატჩი დიდად გამორჩეული და ლამაზი სანახავი არ აღმოჩნდა, გუნდმა საკმაოდ პრაგმატული თამაში აჩვენა და 0:0 ითამაშა "რეალ სოსიედათან", რამაც "ევროპა ლიგის" შემდეგი ეტაპის საგზური მოუპოვა ბრიტანელებს.

მატჩში რაც ყველაზე საინტერესო და აღსანიშნავი იყო, გახლდათ ფაქტი, რომელიც არც ისე ხშირად ხდება ხოლმე "იუნაიტედისთვის" ეს არის დაცვის კარგი თამაში და მშრალად შენახული კარი. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია კაპიტანს ჰარი მაგუაიერს და გამომდინარე აქედან დაცვის ცენტრში ვიხილეთ ლინდელოფისა და ერიკ ბაილის დუეტი.

ალბათ გასაკვირი არავისთვის იყო ბაილის კარგი თამაში, თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს მარტივად დავინახავთ, რომ როდესაც ბაილი მოედანზეა მისი თამაში აშკარად კარგის მომტანია გუნდისთვის, თუმცა პრობლემაც სწორედ ის არის, რომ ბაილი ხშირად ტრავმიანობს და შესაბამისად ნაკლები დრო ეძლევა მისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, მან ფაქტიურად გასული თვე გააცდინა ტრამვის გამო, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა გუშინდელ მატჩში მაღალ დონეზე ეთამაშა.

მატჩის შემდეგ "ტვიტერი" აფეთქდა გულშემატკივრებიდან წამოსული სტატუსებით, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ ბაილი უბრალოდ მაგარი მცველია, ზოგი სტატუსი იმასაც ამბობდა, რომ მათ არ აღელვებთ ოლე ვის ამოაგდებს შემადგენლობიდან ლინდელოფს თუ მაგუაიერს, თუმცა თვლიდნენ რომ "ჩელსისთან" აუცილებლად ბაილი უნდა იდგეს დაცვაში თუ მას ტრამვა არ შეაწუხებს.

კარგი ილუსტრაციისთვის ბაილის სტატისტიკა გუშინ ასეთი იყო:

100% take-ons completed
100% aerial duels won
91% pass accuracy
6 ball recoveries
3/4 long passes completed
3 clearances
2 interceptions


https://oldtraffordfaithful.com
სიახლეები, ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
26 თებერვალი 2021 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Martla magaria Rom Ara atramvebi Didi fexburtis shemitavazeba sheudzlia tavis monacemwbidan gamomdinare... Warmatebebi lomi imedia Shen tramvebsac eshveleba

Martla magaria Rom Ara atramvebi Didi fexburtis shemitavazeba sheudzlia tavis monacemwbidan gamomdinare... Warmatebebi lomi imedia Shen tramvebsac eshveleba
0
№2
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2021 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ძალიან მაგარია ძალიან ❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2021 20:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბაიი ძაან გიჟია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top