"იუნაიტედის" მოთხოვნა 79 მილიონი ფუნტ სტერლინგი უნდა იყოს" - გულშემატკივრები ხუმრობენ . . .
"ეუროსპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ლესტერ სიტი" აკვირდება ჯესი ლინგარდის თამაშს, რომელიც აშკარად შთამბეჭდავია მას შემდეგ რაც იგი არენდით შეურთდა "ვესთ ჰემს".
ჯესიმ უკვე 4 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან "იუნაიტედი" 1 წლიანი იჯარით დატოვა.
გამომდინარე იქედან რომ ჯესიმ ძალიან მოუკლო, "იუნაიტედშიც" უკმაყოფილონი არიან მისით და ეს ჩანს იმაშიც, რომ ფაქტიურად კლუბში სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ნაკლებ სავარაუდოა მისი მომავალი "წითელ ეშმაკებს" უკავშირდებოდეს. ამავდროულად საინტერესოა, რომ ბრენდან როჯერსი გამოხატავდა აქამდეც ინტერესს ლინგარდის მიმართ.
რაც შეეხება კლუბებს შორის სატრანსფერო ურთიერთობებს, "იუნაიტედმა" "ლესტერ სიტიდან" მცველისთვის სარეკორდო თანხად 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად ჰარი მაგუაიერი შეიძინა, რომელმაც კაპიტნის სამკლაურიც ჩაიბარა კლუბში, თუმცა მიუხედავად ამ ფაქტისა ბევრს უჭირს გაამართლოს მასში გადახდილი ამ ოდენობის სატრანსფერო თანხა.
ახლა კი როცა კლუბებს შორის კიდევ ერთი სატრანსფერო ინტერესი გაჩნდა, "წითელ ეშმაკთა" გულშემატკივრებს შორის ხუმრობენ, რომ "იუნაიტედმა" უნდა აინაზღაუროს ის დანახარჯი, რაც მაგუაიერის შეძენით მიიღეს და ჯესი ლინგარდში "მელიებს" მინიმუმ 79 მილიონი ფუნტი მოითხოვონ.
https://www.leicestermercury.co.uk