თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2021, 22:05
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1584,
კომენტარები: 10
სოლსკიაერმა დაასახელა სამი ფეხბურთელი ვინც გამოტოვებს "სოსიედადთან" მატჩს
ტრავმირებულთა შესახებ ახალი ინფორმაცია.
სოლსკიაერმა დაასახელა სამი ფეხბურთელი ვინც გამოტოვებს
კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბარში ოლე გუნარ სოლსკიაერმა ფეხბურთელთა ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით სკოტ მაკტომინეი, ედისონ კავანი და დონი ვან დე ბეეკი გამოტოვებენ "ოლდ ტრაფორდზე" გასამართ მატჩს.

კავანიმ და ვან დე ბეეკმა პირველი მატჩიც გამოტოვეს, თუმცა მაკტომინეის ტრამვა შედარებით ახალია, მან პირველ მატჩში ნაწილობრივ მიიღო კიდეც მონაწილეობა.

"არა ისინი არ ითამაშებენ, მათ ჯერ საკმარისი დატვრითვით არ უვარჯიშიათ, აქედან გამომდინარე თითქმის იგივე შემადგენლობა გვყავს მწყობრში რაც "ნიუკასლის" წინააღმდეგ იყო".

გამომდინარე იქედან, რომ ვან დე ბეეკის თამაში გამოირიცხა და იგი კარგ შანსს უშვებს ხელიდან თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, ოლე გუნარს მცირე არჩევანი რჩება ვინ დააყენოს ცენტრში, ეს არჩევანი მატიჩსა და ფრედზე გადის.

ინფორმაციის მიხედვით კავანის უფრო მეტი შანსი ჰქონდა ევროპული საღამოსთვის გუნდს დაბრუნებოდა, თუმცა ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესია იგი მწყობრში იყოს "ჩელსისთან" მატჩისთვის, ამიტომ იგი დაისვენებს.

უფრო დიდი პრობლემა იქნება სკოტ მაკტომინეის არ ყოფნა, რაც საკმაოდ დიდი ალბათობით ასეც იქნება და იგი "ჩელსისთან" კვირას გასამართ მატჩს გამოტოვებს, რაც ორმაგად დასანანია იმის გათვალისწინებითაც, თუ როგორ ფორმაშია შესული.

საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნორვეგიელმა სპეციალისტმა აკადემიიდან მთავარ გუნდში ითან გალბრაითი გადმოიყვანა და სავარაუდოა, რომ იგი "ევროპა ლიგის" მატჩში შემადგენლობაში მოხდება.

https://www.unitedinfocus.com
სიახლეები, ახალი ამბები, მატჩის წინ
10 კომენტარი
№1
ავტორი: Methadon
24 თებერვალი 2021 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
Მოკლედ ახლა ცენტრს უნდა გაუფრთხილდეს, ფრედიც დაასვენოს ჯობს თორემ რომ რამე მოუვიდეს დაგვერხა ჩელსისთან... Შეუძლია ტელეში ან ვინმე დააყენოს ჩამშლელად, ისედაც გასულები ვართ... Ან ჰანიბალი აკადემიიდან ძაან კაი ბიჭია..
0
№2
ავტორი: Irakli_Kandelaki
24 თებერვალი 2021 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
ახლა ათამაშოს ჯეიმსი, მატა, დიალო, ტელეში , ტუანზებე, უილიამსი და ა. შ.
0
№3
ავტორი: LASHQARA
24 თებერვალი 2021 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
მოკლედ დაასვენებს აუცილებლად ძირითადის ფეხბურთელებს, უკეთ იცის ოლეგამ რასაც აკეთებს, მთლად აკადემიელებით თამაში არ მიმაჩნია გამართლებულად, პირველ ტაიმში გოლს თუ არ გაუშვებთ, მერე თუ უნდა ასისტენტი შემოიყვანოს wink
0
№4
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2021 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ძირითადი დაისვენებს და ესაა ყველაზე მთავარი და იქნებ სკოტი იყოს ჩელსისთან
0
№5
ავტორი: David_Beckham7
25 თებერვალი 2021 00:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ბეეკი მაინც იყოს მწყობრში რა ისეთი თამაშია მიეცემოდა დრო
0
№6
ავტორი: The Special One
25 თებერვალი 2021 00:56
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ეს ვან დე ბეეკიც რა ჯიგარია :დ ძლივს პოგბამ მიიღო ტრავმა რაღაც შანსია მიეცემოდა და ესეც მიეწია ეგრევე :დ

ეს ვან დე ბეეკიც რა ჯიგარია :დ ძლივს პოგბამ მიიღო ტრავმა რაღაც შანსია მიეცემოდა და ესეც მიეწია ეგრევე :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№7
ავტორი: Phil Jones
25 თებერვალი 2021 07:54
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
წესით სოსიედადიც არ ათამაშებს ძირითად გუნდს, მაგათმა ისე დაიწყეს ლამის მეგონა ჩემპიონობაზეც გაიწევდნენ და მერე 15 თამაში ჩააგდეს, ეხლა მგონი 3 მოგება აქვთ ზედიზედ და ლიგისთვის იბრძვიან და არამგონია ამ თამაშზე გარისკონ ასე რომ ჩვენგანაც ბავშვებს უნდა მიეცეთ შანსი, თუ რამე და 0-2 იქნება მერე შემოყაროს ბრუნო და ეგრნი :)))
0
№8
ავტორი: Old Red Devil
25 თებერვალი 2021 08:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ოლეს მაგდენი გამბედაობა არ აქვს.ბრუნოს არ ასვენებს და ეხლაც მეეჭვება გადახალისებული სასტავი გაიყვანოს
0
№9
ავტორი: PaLoMo
25 თებერვალი 2021 13:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
მატა უნდა დააყენოს 10იანზე ჯეიმსი და დიალოს უნდა მიეცეს 90წუთი ასევე ტელეშს და ტუანზებეს და აკადემიიდან კიდე 1-2 კაცი დააყენოს, პსჟსთან ვაბშე აკადემიით გავიდა და ახლა 0:4 აქ მოგებული გასვლაზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2021 20:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რომერო მეცოდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top