თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2021, 09:40
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1532,
კომენტარები: 11
ალან შირერი ენტონი მარსიალთან დაკავშირებით თავის აზრს აფიქსირებს
ინგლისელი ლეგენდარული ფეხბურთელი საუბრობს ენტონი მარსიალთან დაკავშირებით . . .
ალან შირერი ენტონი მარსიალთან დაკავშირებით თავის აზრს აფიქსირებს
ალან შირერი ენტონი მარსიალს ადანაშაულებს იმაში, რომ ფრანგ შემტევს არ გააჩნია სურვილი და მონდომება გოლის გასატანად.

მიმდინარე წელს ფრანგ შემტევს პირველ გუნდთან ერთად მატჩების რაოდენობა ნამდვილად არ აკლია, მან უკვე 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა ყველა ტურნირის გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ მან საკმაოდ ბევრ მატჩში მიიღო მონაწილეობა ამ პერიოდში მისი მონაგარი მხოლოდ 7 გოლით და 5 საგოლე გადაცემით შემოიფარგლება. ბოლო 10 მატჩში კი მხოლოდ 2 გაიტანა, ისიც "საუთჰემპტონთან" 9:0 გამარჯვებისას.

ხოლო ბოლო მატჩისას შეიძლება ითქვას, რომ "იუნაიტედის" რიგებში ყველაზე ინერტული იყო, 70 წუთის მანძილზე ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შემოგვთავაზა და მისი თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა.

ალან შირერი მიიჩნევს, რომ მარსიალმა უნდა დაიწყოს სურვილის ჩვენება, სურვილი იმისა, რომ გოლი გაიტანოს : "მხოლოდ 4 გოლი პრემიერ ლიგის ამ სეზონში, არასაკმარისი მოძრაობა, არასაკმარისი სურვილი გოლის გასატანად"

"ის ბევრ დროს ანიავებს არაფერში, არ იხსნება საკმარისად, არ არჩევს უკეთეს პოზიციას, აკლია ფოკუსი შეტევაში თამაშისას.

მიმაჩნია, იგი არც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის უგოლო სერიას. მისი პრობლემა კიდევ უფრო ჩანს იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს გატანილი აქვს პრემიერ ლიგაში 53 გოლი და აქედან მხოლოდ 4 გაიტანა მან, ეს საკმარისი მაჩვენებელიც კი არაა.

მას მხოლოდ 1 სეზონი ჰქონდა ისეთი, როცა 20 გოლზე მეტი გაიტანა. თვითონვე მიიჩნევს რომ ცენტრალური ფორვარდად თამაში ურჩევნია, თუმცა არც მისი სტატისტიკა და არც მისი განწყობა არ მიგვანიშნებს, რომ ეს სწორია.

ვერც მცირე გამოცდილებას დავაბრალებთ მის შედეგებს, ეს ხომ მე-6 სეზონია კლუბში. მართალია წინა სეზონში თუ ციფრებს ჩავხედავთ კარგი სეზონი ჰქონდა, თუმცა ამას სტაბილურობა სჭირდება, მითუმეტეს მაშინ, როცა "იუნაიტედს" საკმაოდ ბევრი გოლი გააქვს".


ფრანგი ფორვარდი შესაძლოა ვიხილოთ შემდეგ მატჩში "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ, რომელიც "ევროპა ლიგის" ეგიდით გაიმართება, შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "იუნაიტედმა" 4:0 მოიგო და მეორე მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" უნდა ჩაატაროს, ხოლო პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში მძიმე მატჩი ელის გასვლაზე "ჩელსისთან".

https://www.thesportreview.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Irakli_Kandelaki
24 თებერვალი 2021 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
ამიტომ, ჩაო მარსიალ!
2
№2
ავტორი: Georgi Tsintsadze
24 თებერვალი 2021 12:51
  • სიახლეები: 65
  • კომენტარები: 15
მეც ვფიქრობ, სანამ ფასი აქვს უნდა გაყიდონ და ნორმალური ხასიათის ტიპი მაინც მოიყვნონ
0
№3
ავტორი: gogita1991
24 თებერვალი 2021 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
მგონი გადაწყვეტილია ამის გაყიდვა
0
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
24 თებერვალი 2021 13:12
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ვაბშე დორტმუნდში გავუშვათ 50 დავუმატოთ და ჰალანდი წამოვიყვანოთ :)
1
№5
ავტორი: DaTo_O
24 თებერვალი 2021 13:49
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ციტატა: ALEXFERGUSON
ვაბშე დორტმუნდში გავუშვათ 50 დავუმატოთ და ჰალანდი წამოვიყვანოთ :)

5 მარსიალში არ გაცვლიან ლაშა ჰალანდს :DDD
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№6
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2021 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
აშკარად არასტაბილურია და უნდა გამოასწოროს
0
№7
ავტორი: giorgi_mg
24 თებერვალი 2021 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
100%
0
№8
ავტორი: David_Beckham7
24 თებერვალი 2021 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ისე ჩვენ გუნდში ვიზე აღარ დაწერილა.ჭორები აგე ლინგარდსაც კი ოთხოვდნენ მაგრამ ამაზე ჭორიც არ მახსენდება ესა და ეს გუბდია ამრსიალით დაინტერესებულიო. რავი თუ გავყიდეთ მართლა გამისწორდება მაგრამ იმ შემთხვევაში გაყიდიან თუ ტოპს მოიყვანენ. ბარსამ რო სიარესი გაუშვა და ბრაითვეითის იმედადაა ეგრე არ უნდა ვქნათ. (სუარეს არ ვადარებ)
0
№9
ავტორი: Mishiko82
25 თებერვალი 2021 09:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 608
მარსიალი რომ იყიდეს ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი მეგონა ისეთი კარიერა ექნებოდა მანიუში როგორიც აქვს მბაპეს პსჟ-ში მაგრამ უკვე 6-სეზონია წვალობს და ჩვენც გვაწვალებს ვფიქრობ გუნდმა ბევრი შანსი მისცა მარსიალს და მან არ თუ ვერ გამოიყენა საკითხავია. აუცილებლად უნდა გაყიდონ სანამ საბოლოოდ დაეცემა მისი ფასი. ბევრი ფეხბურთელის გაშვება მოუწევს მანიუს და ბევრის ყიდვა თუ სურთ სიტის და ლივერპულს ტოლსწორად ათამაშონ.
0
№10
ავტორი: levionok
25 თებერვალი 2021 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
დაახვევს ინტერში ეს ამას მანჩესტერში თამაში ლაციოში თამაში გონია მოდი იდი ნ.....ი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top