გუნდმა ევროპის ლიგის მატჩის წინ შემადგენლობა გამოაქვეყნა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" აკადემიელი ითან გალბრაითი აკადემიიდან მთავარ გუნდში დააწინაურა ევროპის ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩისთვის "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ.
ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯერ-ჯერობით კლუბის "ბ" სიაშია, თუმცა ამ სიაში მოხვედრით ის ნებისმიერი მატჩის წინ შესაძლებელია აღმოჩნდეს სამატჩო განაცხადში.
გალბრაითი უკვე ჩრდილო ირლანდიის მთავარი ნაკრების წევრია და უკვე ჰქონდა "იუნაიტედში" დებიუტი "ასტანასთან" მატჩში, რომელშიც მრავალი ახალგაზრდა ტალანტი იღებდა მონაწილეობას. იგი ასევე მოხვდა "ევროპა ლიგის" რამოდენიმე მატჩის შემადგენლობაში, თუმცა მოედანზე არ გამოსულა. სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კი მისი არენდით დამატების მსურველი რამოდენიმე დაბალ ლიგელი კლუბიც იყო.
უკვე მისი მანჩესტერული კარიერის მე-4 წელი დგას და შესაძლებელია კიდევ უფრო დიდი შანსი მიიღოს მთავარ გუნდში ადგილის დამკვიდრების, ასევე სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მან კლუბთან კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა და "ოლდ ტრაფორდზე" იგი 2023 წლამდე დარჩება, გახანგრძლივების პერსპექტივით.
აკადემიის კიდევ ერთი ვარსკვლავი შოლა შორტაიერი ასევე "ბ" სიაში რჩება და ისიც სავარაუდოდ დაეხმარება გუნდს მომდევნო მატჩში.
გალბრაითს რაც შეეხება, მან შეუცვლელად ითამაშა 23 წლამდელთა გუნდის ბოლო თამაშში ევერტონის წინააღმდეგ სადაც 3-1 დამარცხდნენ.
https://www.manchestereveningnews.co.uk