თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2021, 16:10
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1474,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" "მონაკოს" მცველით ინტერესდება
"იუნაიტედის" ინტერესი თავად მცველმაც დაადასტურა . . .
"მონაკოს" მცველი ბენოით ბადიაშილე ადასტურებს, რომ მოსწონს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის პერსპექტივა და მიიჩნევს, რომ ეს მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. მცველი ამავდროულად ადასტურებს, რომ გასულ ზაფხულსაც არსებობდა ინტერესი ბრიტანული გრანდის მხრიდან.

ბადიაშილეს შესახებ საუბრები განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც 2019-20 წლების სეზონში "მონაკომ" წარმატებული სეზონი ჩაატარა და გუნდში ახალგაზრდა მცველიც გამორჩეულად კარგი იყო.

როგორც ბადიაშილე თავად ამბობს მან თავის დროზე "წითელ ეშმაკებს" უარი უთხრა ტრანსფერზე, გამომდინარე იქედან, რომ იმ ეტაპისთვის იგი უფრო საჭირო იყო "მონაკოსთვის", რათა კლუბს დაებრუნებინა თავისი ძალა და ეს დაემტკიცებინა სხვა კლუბებისთვისაც.

რა ითქვა მანამდე?!

ბადიაშილემ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა: "ვფიქრობ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ძალიან ვისიამოვნე ამ სეზონით, რაც ჩავატარე. ვითამაშეთ ძალიან კარგად, შევინარჩუნეთ ადგილი ცხრილის ზემო ნაწილში და ახლა ვფიქრობ მაქვს გამოცდილება იმისა, თუ როგორ ვითამაშო მაღალ დონეზე, ჩემი გადაწყვეტილება, რომ სწორი იყო ამ სიტუაციამ დამანახა.არ ვნანობ "იუნაიტედისთვის" უარის თქმას".

რატომ არის ბადიაშილე საინტერესო "იუნაიტედისთვის"?

წინა სეზონში "იუნაიტედი" 33 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ "ლივერპულს", რისი პირველი ხელშემწყობი ფაქტორიც იყო სუსტი დაცვა და ჰარი მაგუარეს ნელი მოქმედებები, რის გამოც გაჩნდა მოსაზრებები შედარებით უფრო სწრაფი მცველის დამატების შესახებ.

ბადიაშილე აღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და კლუბმაც სავარაუდო 22 მილიონი ფუნტიც დაასახელა თანხად, რომელსაც გადაიხდიდნენ მასში, თუმცა ფინალური შეთანხმება მაინც არ მიღწეულა.

ბადიაშილეს მონაგარი:

ბადიაშილემ პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს "მონაკოსთან" 2018 წელს მოაწერა ხელი, რის შემდეგაც 71 ოფიციალური მატჩი ჩაატარა კლუბის სახელით სხვადასხვა ჩემპიონატზე და 3 გოლის გატანაც მოახერხა.

რა იქნება შემდეგ?!

ამ მომენტისთვის ბადიაშილე რჩება "მონაკოს" შემადგენლობაში, თუმცა სავარაუდოა, რომ "იუნაიტედი" ეცდება 19 წლის ტალანტის გაფორმებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დრო, მანამდე კი წინ ბევრი გამოწვევა ელის "მონაკოს", ისევე როგორც "მანჩესტერ იუნაიტედს".

https://www.goal.com
სიახლეები, ახალი ამბები, ტრანსფერები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
23 თებერვალი 2021 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Chemi faoriti bichia bevrgan damfiqsrebia da exla ro gachita tema dzanngamuxardeba tu mova imeba veluria dzan magaria midi Benoit gadmodi chventan
2
№2
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2021 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
მართლა მაგარი ბიჭია ეს
2
№3
ავტორი: ozymandias
23 თებერვალი 2021 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
მართლა მიკვირს ეს ზაფხუში რატო არ მოვიყვანეთ
1
№4
ავტორი: gogita1991
23 თებერვალი 2021 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ცაციაა თან ახალგაზრდაა მაღალია სწრაფია გოლებიც გააქ რამდენჯერმე ვუყურე მონაკოს თამაშს და ჯარიმებსაც ასრულებს მოკლედ კაი ტიპია მთავარია ბაილივით ტრამვიანი არ აღმოჩნდეს
1
№5
ავტორი: David_Beckham7
24 თებერვალი 2021 02:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ვა ეგეთი რა არის ყველა რო აქებთ. არ მინახავს ამის თამაში. თან სკამაოდ პატარა ფასს იხდიან აბა აწი თუ შემხვდა დავაკვირდები
1
№6
ავტორი: Old Red Devil
24 თებერვალი 2021 07:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მაგ ბიჭმა თავად თქვა უარი იუნაიტედში გადასვლაზე
1
№7
ავტორი: Mishiko82
25 თებერვალი 2021 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 593
19 წლისაა ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელია, ჩვენ უფრო გამოცდილი მცველი გვჭირდება.
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2021 20:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე იქნება ამაზე საუბარი ზაფხულში
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top