თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2013, 17:52
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2668,
კომენტარები: 15
Veni, vidi, vici|როგორ მოხდა ყველაფერი
გაანადგურო გუნდი, ისე რომ დახარჯო მცირე ოდენი ენერგია-ასეთი რამ, მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია!
Veni, vidi, vici|როგორ მოხდა ყველაფერი
წყნარი, დამშვიდებული და ნაწილობრივ მოსაწყენი თამაშის შემდეგ, "იუნაიტედმა" მორიგი 3 ქულა მოიპოვა და ამით 15 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის". Not gonna get us?

შემადგენლობა


Veni, vidi, vici|როგორ მოხდა ყველაფერი


ყველა ჩვენგანო რაღაც ცვლილებებს ელოდა "წითლების" შემადგენლობაში, თუმცა სერ ალექსმა ძირითადი შემადგენლობით გადაწყვიტა თამაში. უეინ რუნი, რობინ ვან პერსი, ნემანია ვიდიჩი, დავიდ დე ჰეა. შოტლანდიელმა, მხოლოდ რიო ფერდინანდი დაასვენა, დანარჩენები კი ბრძოლაში გაუშვა. მაგრამ, სერ ალექსის ფეხბურთელებმა, თავიანთი თამაშის მხოლოდ 40% ითამაშეს. ნამდვილად, მათ წინ არა მარტო "რეალთან" უწევთ თამაში, არამედ "ჩელსისთანაც" თასზე. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ცხელი თვე გველის.

პირველი ნახევარი

იმის მიუხედავად, თუ რამდენი გოლი გავიდა მატჩში, შეხვედრა საკმაოდ მშვიდი გამოდგა, რადგან ორივე კარის მიმართულებით მცირე რაოდენობის დარტყმები იქნა განხორციელებული. ის ვთქვათ, რომ ეს ისეთი თამაში იყო, თვალს ვერ მოაშორებდი ტელევიზორსო-უსამართლობა იქნებოდა. თუმცა, ეს ცუდი არ არის, რადგან გუნდს წინ ურთულესი შეხვედრები ელის და გუშინ ძალების დაუხარჯავათ მოახერხა გამარჯვება. ანგარიში შეიძლებოდა გახსნილიყო მე-7 წუთზე, როდესაც რობინ ვან პერსიმ შეამჩნია უეინ რუნი და არაჩვეულებრივი გადაცემის შემდეგ, ინგლისელმა უბრალოდ ვერ მიასწრო ბურთთან. მე-15 წუთზე დაინიშნა კუთხური. ჩამოწოდების შემდეგ, გუნდის კაპიტანმა გადაცემა გააკეთა საპენალო ხაზთან, მაგრამ არცერთი მისი თანაგუნდელი იქ არ აღმოჩნდა, იმისათვის რომ გოლით დაესრულებია ყველაფერი. მოგვიანებით, თავი შეეძლო გამოეჩინა ვან პერსის, მაგრამ ბანმა დროულად დატოვა კარები.

Veni, vidi, vici|როგორ მოხდა ყველაფერი


შემდეგში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. საერთოდ არაფერი. წუთით მომეჩვენა, თითქოს "იუნაიტედი" მორიგ შტურმს ამზადებდა. "ნორვიჩს" კი ასეთი წყნარი თამაში აწყობდა. მაგრამ, ფერგიუსონის ბიჭები გონს მოვიდნენ, როდესაც დამატებითი წუთები დაიწყო. არაჩვეულებრივი მომენტი ჰქონდა რობინ ვან პერსის, როდესაც ჰოლანდიელი ბურთს კარში უშვებდა სმოლინგის მიერ გაკეთებული პასის შემდეგ, მაგრამ დარტყმა დაბლოკილი იქნა. ხოლო, პირველი ნახევარის ბოლოს, როგორც იქნა და ანგარიში გაიხსნა. ვალენსიამ ბურთი გადააწოდა პერსის, რომელმაც ვერ შეძლო მისი დამუშავება და შემდეგ კაგავასთან მივიდა, რომელმაც ბურთი კარის ახლო კუთხეში გაუშვა.

მეორე ნახევარი

მეორე ნახევარში "იუნაიტედმა" დააჩოქა "ნორვიჩი", მაგრამ ისე რომ ამისათვის განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. პირველივე წუთებიდან ბურთს მოწინააღმდეგე ფლობდა. 52-ე წუთზე სნოდგრას შეეძლო ანგარიში გაეთანაბრებია, მაგრამ სტუმრებს არ გაუმართლად. რამოდენიმე წუთის შემდეგ, "იუნაიტედმა" უპასუხა. რუნი ერთი-ერთზე გაიყვანეს მეკარესთან, მაგრამ ბანი ისევ დროულად გამოდის კარიდან და ბურთს კუთხურზე იგერიებს. 63-ე წუთზე "იუნაიტედის" გულშემატკივრებს, ალბათ გული ხელში ეჭირათ. ჰოლტმა მოუგო ევრას მეორე სართულზე და ბურთი მარტინს გადააწოდა, რომელსაც ისღა ჰქონდა დარჩენილი, რომ გოლი 2 მეტრიდან გაეტანა. მაგრამ ბურთმა კარს აუარა.

Veni, vidi, vici|როგორ მოხდა ყველაფერი


უცებ ცვლილებებზეც ვისაუბროთ. 10 წუთის განმავლობაში "იუნაიტედმა" ორი ფეხბურთელი შეცვალა: პერსი და ანდერსონი, გამოვიდნენ უელბექი და ქლევერლი. სტუმრებმა კი გამოუშვეს კამარა ჰულაჰანას ნაცვლად, ბენეტმა კი სნოდგრასი შეცვალა. "ნორვიჩმა'' ორი თავდამსხმელით დაიწყო თამაში, მაგრამ ამან გუნდს არ უშველა. 77-ე წუთზე, "იუნაიტედმა" გაიორმაგა შედეგი. ქერიქმა არაჩვეულებრივი გადაცემა გააკეთა რუნიზე, რომელმაც შემდეგ მოწინააღმდეგე მოატყუა და მანაც არაჩვეულებრივი გადაცემა გააკეთა კაგავაზე. უკანასკნელმა ანგარიში 2-0 გახადა. 87-ე წუთზე, ანგარიში გამანადგურებელი გახდა. ისევ რუნიმ გააკეთა ბრწყინვალე გადაცემა კაგავაზე და იაპონელმა თავისი მესამე გოლი გაიტანა იმ მატჩში. რუნის გოლი კი 30 მეტრიდან 2 წუთის შემდეგ, უფლება მისცა გულშემატკივრებს რომ სტადიონი სიხარულით აეღოთ. გაანადგურო გუნდი, ისე რომ დახარჯო მცირე ოდენი ენერგია-ასეთი რამ, მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია!

Veni, vidi, vici|როგორ მოხდა ყველაფერი

Veni, vidi, vici|როგორ მოხდა ყველაფერი

Veni, vidi, vici|როგორ მოხდა ყველაფერი

Veni, vidi, vici|როგორ მოხდა ყველაფერი
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
3 მარტი 2013 17:53
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
სტატისტიკაზე ბოდიშს გიხდით, ინგლისურად ვერსად ვერ ვნახე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: buka oboladze
3 მარტი 2013 17:56
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ავტორ კარგია
0
№3
ავტორი: love united
3 მარტი 2013 17:56
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ ვიდა...კარგია...
0
№4
ავტორი: ( MCU...FaN )
3 მარტი 2013 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
სურათი პატარაა თუ ჩემი კომპიუტერი აჩვენებს ესე
0
№5
ავტორი: ViDa
3 მარტი 2013 18:02
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
( MCU...FaN ),
მთავარზე თუ ამბობ ხო... წვრილია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№6
ავტორი: UTD-Rule
3 მარტი 2013 18:03
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ViDa, ყოჩაღ feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: Amanda Seyfried
3 მარტი 2013 18:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
სგ სგ
0
№8
ავტორი: VaRdo
3 მარტი 2013 18:11
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ViDa,

საღოლ და თუ დადებ ხოლმე ყოეველი მატჩის წინ ესეთ მიმოხილვას კარგი იქნება love

ციტატა: ViDa
სტატისტიკაზე ბოდიშს გიხდით, ინგლისურად ვერსად ვერ ვნახე


რუსული ჯობია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: GENIUS
3 მარტი 2013 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
სრული სვლით ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ!
0
№10
ავტორი: GeorgeBest
3 მარტი 2013 18:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ ლაშა good2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top