"ტოტენჰემ ჰოტსპურის" დღევანდელი მდგომარეობა ცხადყოფს, რომ "იუნაიტედი" სწორად მოიქცა, როცა მოურინიო დაითხოვა . . .
თუ "იუნაიტედის" ფანები თავიანთ თავს "სპურსის" ფანების ადგილზე წარმოიდგენენ დე ჟავუ-ს იგრძნობენ, რაც მიახვედრებს მათ, რომ მოურინიოს გუნდიდან გაშვება სწორი არჩევანი იყო.
როგორც ყოველთვის მოურინიოს ირგვლივ მოვლენები სწრაფად იცვლება, თუმცა ამ მომენტში ეს ცვლილებები უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე ამას მიჩვეული ვართ, სიტუაცია იმ დონემდე დამძიმა კლუბში რომ ბოლო 6 პრემიერ ლიგურ მატჩში კლუბს მხოლოდ 1 მოგება აქვს და ცხრილში მე-9 ადგილამდე ჩამოქვეითდნენ, თუმცა ამ ყველაფერს თავისებური გამართლება მოუნახა მოურინიომ.
"არ ვიცი რას უწოდებთ კრიზისს, თუ კრიზისში გულისხმობთ იმედგაცრუებას და უხასიათობას, რაც კლუბის წევრებს აქვთ ამ მომენტში, დაგიდასტურებთ და გეტყვით, რომ არავინაა ბედნიერი".ჟურნალისტების მხრიდან პრესკონფერენციაზე ასევე გაჟღერდა შემდეგი სახის შეკითხვა, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა თუ არა "ტოტენჰემის" ცუდი გამოსვლა გამოეწვია მოურინიოს არასწორ მიდგომას და მეთოდებს, რაზეც პორტუგალიელის მხრიდან პასუხი იყო:
"არა,საერთოდ არა, გამომდინარე იქედან, რომ ფეხბურთში მიზეზები ყოველთვის უფრო მეტ რამეზეა დამოკიდებული ვიდრე ერთ კონკრეტულ დეტალზე". - განაცხადა "განსაკთრებულმა".
ეს ზედმეტსახელი პორტუგალიელ სპეციალისტს 2000-იანი წლების შუა პერიოდში შეარქვეს, როცა მან მოახერხა "ჩელსისთან" ერთად წარმატების მიღწევა, რასაც წინ უძღვოდა საოცარი შედეგი "პორტოსთან" ერთად, თუმცა ამის შემდეგ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მისი შედეგები შედარებით გაუფერულდა, ხოლო საფეხბურთო სტილი შედეგების მომტანი ვეღარ არის. რის მიზეზადაც ბევრი მიიჩნევს ანტიკვარულობას იმ სტრატეგიისა, რომელსაც იგი იყენებს.
2014/15 წლების შემდგომ მას აღარ მოუგია არცერთი დიდი ტიტული, თუ არ ჩავთვლით ევროპის ლიგას, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მოიგო, თუმცა მანჩესტერში მასზე უფრო დიდ იმედებს ამყარებდნენ და ამ იმედების ვერ გამართლების გამო იგი ნორვეგიელი შედარებით ნაკლები გამოცდილების მქონე ოლე გუნარ სოლსკიაერით ჩაანაცვლეს.
მოურინიოს სუსტ წერტილად ასევე მიიჩნევენ სატრანსფერო მიზნების დასახვას, გამომდინარე იქედან, რომ მან "იუნაიტედში" მარტო 70 მილიონი ფუნტ სტერლინგი დახარჯა, ამ ფასად მან შეიძინა ფრედი და დიეგო დალო. ამავდროულად მან კლუბში დაძაბა ურთიერთობები ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიცაა პოლ პოგბა და ლუკ შოუ.
მოურინიოს კიდევ ერთ ცუდ ჩვევას წარმოადგენს ისიც, რომ ხშირად ჩვევია პრობლემების გადაბრალება სხვებზე, რისი მაგალითიც არის წინა კვირაში გაკეთებული განცხადება:
"დიდი ხანია ვფიქრობ უკვე, რომ პრობლემები გუნდში მდგომარეობს, რაც მე როგორც მწვრთვნელს არ შემიძლია მოვაგვარო". კიდევ უფრო საოცარია ის ფაქტი, რომ როდესაც მოურინიო დაინიშნა მაურისიო პოჩეტინოს შემცვლელად კლუბში მან ასეთი სახის განცხადება გააკეთა: " გუნდის შემადგენლობის ხარისხი აღმაფრთოვანებს". მიუხედავად ამისა მოურინიომ უკვე გაიფუჭა ურთიერთობები დელე ალისთან, ტანგინ ნდომბელესთან და გარეტ ბეილთან.
"მანჩესტერ იუნაიტედს" და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს რომ დავუბრუნდეთ აღსანიშნავია, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერსაც არ აქვს ტიტულებით დახუნძლული სამწვრთვნელო კარიერა კლუბში, თუმცა გულშემატკივრები აღნიშნავენ იმ პროგრესს რაც გააჩნია კლუბს სათამაშო სტილში და გასახდელ ოთახში იმ გაუმჯობესებული გარემოთი რაც ასე სჭირდებოდა კლუბს. აღსანიშნავია პოლ პოგბას გაუმჯობესებული სათამაშო სტილიც, როცა ის ჯანმრთელადაა სათამაშოდ. ასევე კლუბის აკადემიაშიც საკმაოდ იმედისმომცემი ძვრები შეინიშნება, რაც საბოლოო ჯამში კლუბის გულშემატკივრების უმრავლესობას უმყარებს იმ აზრს, რომ მოურინიოს წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო კლუბისთვის.
სავარაუდოა, რომ თუ მოურინიოს კარიერა ამ მიმართულებით გააგრძელებს სვლას (დიდი მნიშვნელობის ტიტულების გარეშე) იგი შეიძლება გრანდების მიღმა ვიხილოთ, საშუალო გუნდების თავკაცად.
https://www.manchestereveningnews.co.uk