მარკუს რაშფორდმა, რომელმაც ამ კვირაში აღნიშნა 5 წელი პირველ გუნდში დებიუტიდან, მიულოცა კლუბის აკადემიის კიდევ ერთ აღზრდილს - შოლუ შორტერს დებიუტი.
"შოლას დებიუტი უფრო ადრეულ ასაკში შედგა ვიდრე ჩემი. ახალგაზრდა ბიჭის დებიუტი შესანიშნავი მომენტია. ეს გახდება ძლიერი სტიმული მისი განვითარებისთვის და იმედი მაქვს, ამას შოლას მაგალითზე დავინახავთ."
"ის ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელია. რაც უფრო მეტს ვარჯიშობს და თამაშობს ჩვენთან, უფრო მშვიდად იგრძნობს თავს და შეძლებს საუკეთესო თვისებების გამოვლენას მოედანზე."
შორტეირი (17 წელი და 19 დღე) გახდა მეშვიდე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისი დებიუტიც შედგა "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი გუნდის შემადგენლობაში. ის ასევე გახდა კლუბის 240-ე აკადემიელი, რომლიც მოხვდა მთავარ გუნდში.