ტემპი ცოტათი უნდა გაგვეზარდა, განსაკუთრებით ბოლო მესამედში და ვიგრძენი, რომ ამან შედეგი გამოიღო. ევროპაში გასვლითი მატჩის შემდეგ ყოველთვის ძნელია დაბრუნება, რადგან დიდი მანძლის გამოვლა გვიწევს. ბევრი მატჩი ჩავატარეთ, დაღლილობამ თავისი ქნა და დიდი დრო დაგვჭირდა გამოჯანმრთელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს ვფლობდით, ბევრი შანსი არ შეგვიქმნია.
პრესინგის საწინააღმდეგოდ
ჩვენ გვჭირდებოდა ბურთის უფრო სწრაფად გადაადგილება და ცოტა უფრო ჭკვიანურად უნდა გვემოქმედა. მეორე ტაიმში ამაში უკეთესები გავხდით, ამან კი გატანილი გოლები გამოიწვია.
ძველი ჯეიმსის დაბრუნება
ის არასოდეს გამქრალა, მან გააგრძელა მუშაობა და ყოველთვის მზად იყო გუნდის დასახმარებლად. ის ყოველთვის ენერგიულად და სწრაფი ტემპით თამაშობს, რომლის გამოყენებაც რამდენიმე პოზიციაზე შეგვიძლია. ის მუდმივად სწავლობს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ! ჩვენ მასთან ვთანამშრომლობთ და ვცდილობთ დავეხმაროთ მას ყველაფერში. ჯეიმსი ჩემპიონშიპიდან "მანჩესტერ იუნაიტედში" მოვიდა და როდესაც მან ჩვენს პირველ მატჩებში რამდენიმე გოლი გაიტანა, პრესის მხრიდან მან დიდი ყურადღება დაიმსახურა და ამა ცოტა ენერგია წაართვა. მან ბევრი იმუშავა, რომ ფორმა აღედგინა და კიდევ გაუმჯობესებულიყო. მას ნდობის აღდგენა სჭირდებოდა, საკუთარი თავის ისევ წამდა. ეს არის მთავარი ყველა მოთამაშისთვის, რომ თავი დააღწიოს ყველა ეჭვს, ახლა კი მან იცის, რომ ის დიდი ფეხბურთელია.
მატიჩის თამაშის შესახებ
ჩვენ გვყავს ძლიერი შემადგენლობა და ძლიერი გუნდი. დღეს ბევრი მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ გვყავს ნემანია, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში უკეთესად და უკეთ თამაშობდა, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში უმატებს. ის ჩვენი გუნდის ნამდვილი დომინანტი იყო.
დიდი მომენტი შორეტირისთვის
რა თქმა უნდა, ეს მისთვის დიდი მომენტია და ის კიდევ ბევრ მატჩს ჩაატარებს ჩვენთვის, თუ მუშაობას გააგრძელებს ისე, როგორც აკეთებს. ის ნამდვილად კარგად ვარჯიშობს - შესანიშნავი ბიჭია, ჭკვიანი თავით. იმედი მაქვს, რომ მას დიდი კარიერა ექნება "იუნაიტედში".
ნიუკასლის გოლი
დასაწყისში მათ ბევრი კუთხური ჰქონდათ და რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის საფრთხეს ქმნიან ამ დროს. იმედგაცრუებული ვიყავი გაშვებული გოლით, მაგრამ მეორე ტაიმში მასზე კარგი რეაგირება მოვახდინეთ.
ტრამვების შესახებ
იმედია მალე კარგი ამბები იქნება.. საპროცედურო დარბაზში ხალხმრავლობაა, ვიმედოვნებთ, რომ ბიჭების ნაწილი მალე დაბრუნდება გუნდში - მინიმუმ ერთი ან ორი.
სეზონის პერსპექტივები
ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ნებისმიერი მეტოქე, უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა ვაკონტროლოთ საკუთარი თავი და ვიყოთ რაც შეიძლება საუკეთესო გუნდი. ეს აუცილებელია ამ რთული სეზონისთვის. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.