ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ჯესი ლინგარდი იჯარით "ვესთ ხემში" გადავიდა.
სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ ჯესის სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლეოდა. ამის შესახებ ჯესიმ ცოტახნის წინ განაცხადა, რომ მას შანსს უბრალოდ არ აძლევდნენ. იგი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია და შანს ნამდვილად იმსახურებდა.
მოიესის გავწრთნილ გუნდში ლინგარდი ერთერთი გამორჩეულია. მან 4 თამაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. თუ ასე გაგრძელდა არ არის გამორიცხული სოლსკიაერი მის დაბრუნებაზე დაფიქრდეს და მას კიდევ ერთი შანსი მიეცეს.