"იუნაიტედი" უპამეკანოს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, რომლიც ამ ზაფხულს "ლაიფციგიდან" გადავა "ბაიერნში". ცენტრალური მცველი "ბაიერნში" გადავა 37 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, რაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
ოლე გუნარ სოლსკიაერი დიდხანია ნადორობს ახალ ცენტრალურ მცველზე და ფასის მიხედვით ისე ჩანდა, თითქოს ამ თანხას "იუნაიტედი" უპრობლემოდ გადაიხდიდა.
ESPN ირწმუნება, რომ ეს იყო სოლსკიაერის სურვილი, რადგან ოლეს სურს შეიძინოს მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველი. ჰარი მეგუაიერი და ვიქტორ ლინდელოფი ორივე იყენებენ მარჯვენა ფეხს. სოლსკიაერს კი მიაჩნია, რომ მაგუაიერს სხვა სახის მეწყვილე ჭირდება.