სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ მისი კლუბის ფანები მხურვალედ უგულშემატკივრებენ "იუნაიტედს", რაც რათქმაუნდა დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში."ეშმაკუნები" ეთამაშებიან "რეალს" სამშაბათის საღამოს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით.მატჩი მერვედფინალური ეტაპის ცენტრალური შეხვედრაა.ესპანეთში შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.ეს შედეგი ხელს აწყობს სერ ალექსის კლუბს.განმეორბით თამაშში ფავორიტი "იუნაიტედი" იქნება, რაც უმეტესად ფანების დამსახურებაა.
"მადრიდში ჩვენ კარგი შედეგი დავაფიქსირეთ.გასვლაზე გატანილი გოლი ნამდვილად დაგვეხმარება და ამიტომაც მე კარგ ხასიათზე ვარ."ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნები სავსე იქნება, ამაზე ორი აზრი არ არის.დარწმუნებული ვარ, ატმოსფერო დაგვეხმარება.ამიტომაც ვფიქრობ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" კარგი ადგილი მსოფლიოში არ არსებობს."-ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს manutd.com.
ბოლოს, ესპანური გუნდებიდან, "ოცნებათა თეატრს" ბარსელონა ესტუმრა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.ეს 2008 წლის აპრილში იყო, ის საღამო კი მანჩესტერის ყველა ფანს და ფეხბურთელს კარგად ახსოვს.ეს საღამო რიო ფერდინანდმაც გაიხსენა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:"ჩვენ დაძაბულები ვიყავით, გულშემატკივრის შეძახილებმა კი ძალა შეგვმატა."რიოს ეჭვიც არ ეპარება, რომ ასეთივე მონდომებით დაუჭერენ მათ მხარს ფანები.