"იუნაიტედის" 22 ფეხბურთელი ტურინში გაემგზავა ევროპა ლიგის "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ მატჩისთვის, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ოთხშაბათს საღამოს გუნდი გაფრინდა იტალიაში, სადაც მატჩი გადაიტანეს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ხოლო ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ თვითმფრინავში არ იქნებოდა სამი მოთამაშე, რომლებიც რეგულარულად ჩნდებოდნენ მატჩის განაცხადში. პოლ პოგბა ტრამვის გამო ხოლო დონი ვან დე ბეკმა და ედინსონ კავანმა კუნთების დაზიანებები მიიღეს.
პირველად გუნდთან ერთად მიემგზავრება კლუბის ახალბედა ამად დიალო, რომელიც პირველ გუნდში დებიუტს ელოდება და შოლა შორტეირი, რომელიც ახლახან პირველ გუნდში მოხვდა.