"მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაცხადა, რომ მეისონ გრინვუდმა ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს, რომლის თანახმად, ის კლუბში დარჩება 2025 წლის ივნისამდე, ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით განახლების შესაძლებლობით.
გრინვუდი აკადემიის აღზრდილია და გუნდში 7 შვიდი წლის ასაკიდან არის. 19 წლის ფეხბურთელმა უკვე ითამაშა 82 მატჩი და 21 გოლი გაიტანა.
ახალი კონტრაქტის შემდეგ მეისონმა თქვა: "შვიდი წლის ასაკში კლუბში მოსვლისას, უბრალოდ ოცნებობ, რომ ერთ დღეს პირველ გუნდში ითამაშო. ძალიან ბევრი ვიმუშავე ამ დონის მისაღწევად და ბოლო ორი წელი საოცარი იყო. მე მსურს თამაშში ბევრი რამის მიღწევა და ვიცი, რომ ეს არის იდეალური გარემო თქვენი ფეხბურთის განვითარებისთვის. მწვრთნელის, სამწვრთნელო შტაბის და მრავალი შესანიშნავი მოთამაშის დახმარებით, რომელთაგან ბევრი უნდა ისწავლო. მე ვიცი, რომ ფაქტიურად ყოველდღე ვვითარდები. ამ გუნდს და მე კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ძალიან მინდა, რომ წარმატებას მივაღწიო. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში მომცეს და ყველას ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია."
ორიოდე სიტყვა თქვა ოლე გუნარ სოლსკიაერმა: "მეისონი ფანტასტიკური ნიჭის პატრონია და ფეხბურთელების ტიპის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია, რომელსაც ჩვენი აკადემია ზრდის. მან ამ სეზონში დიდი პროგრესი განიცადა, აჩვენა ნამდვილი სიმწიფე და ადაპტაცია, რამაც იგი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლუბის გარეთ მყოფი ადამიანები მარტივად ივიწყებენ, რომ მეისონი მხოლოდ 19 წლისაა, ჩვენი, როგორც მწვრთნელების საქმეა, დავრწმუნდეთ, რომ მისი ფენომენალური პოტენციალი განვითარებადია და დავეხმარებით მას ყოველ ნაბიჯზე. მეისონი ბუნებით ნიჭიერი ფეხბურთელია, ბრწყინვალე დამოკიდებულებით. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მომდევნო სეზონებში.