გერმანლური კლუბი საკმაოდ ცუდ დღეშია. ისინი ამ დროისთვის ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებენ და მათი წარუმატებლობა, შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს.
ფინანსური კრიზისი მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს, ამიტომ "დორტმუნდი" იძულებული იქნება თავის წამყვან ფეხბურთელებს შეელიოს. ერთერთი გაყიდვის კანდიდანტი ინგლისელი შემტევი სანჩოა, რომელის შეძენასაც მანჩესტერული კლუბი გასულ ზაფხულს აქტიურად ცდილობდა, თუმცა მაშინ გერმანელებმა არადეკვატური თანხა მოითხოვეს.
სიტუაცია იმდენად შეიცავალა, რომ ახლა კლუბი თანხამაა სანჩო ბევრად დაბალ ფასად გაყიდოს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, შეთავაზება 50 - 70 მილიონის ფარგლებში იქნება.
კიდევ ერთი სამიზნე და სოლსკიაერის პირადი სიმპატია ერლინგ ჰალანდია, რომელიც გერმანელთათვის ნამდვილ გოლების მანქანად იქცა. ნორვეგიელი სპეციალისტი არ მალავს და ღიად აცხადებს, რომ თანამემამულეს აქტიურად ადევნებს თვალს.