თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2021, 11:19
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1995,
კომენტარები: 13
ამად დიალო დამნაშავედ ცნეს
ტრეფიკინგი და საბუთების გაყალბება - ამადმა აღიარებითი ჩვენება მისცა.
ამად დიალო დამნაშავედ ცნეს
The Daily Mail- ის თანახმად, "იუნაიტედის" ახალბედა ამად დიალო იტალიაში 42,000 ფუნტით დააჯარიმეს ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის კოტ დ' ივუარიდან ევროპაში გადასვლისას.

ტაბლოიდის თანახმად, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დააკისრა ჯარიმა მას შემდეგ, რაც 18 წლის თავდამსხმელმა და მისმა ძმამ, ჰამედმა, რომელიც "სასუოლოში" თამაშობს, დანაშაული აღიარეს დისკვალიფიკაციის თავიდან ასაცილებლად.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ძმებმა გამოიყენეს ყალბი საბუთები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევდა იტალიაში ყოფილიყვნენ ფიქტიურ მშობლებთან.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა გამოცემის თანახმად, კლუბი წინასწარ დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეს პრობლემა ხელს არ შეუშლიდა მოთამაშეს "წითელი ეშმაკების" მაისურით თამაში.

პარმას პროკურატურა განაგრძობს ბავშვების ტრეფიკინგში მონაწილე ხუთი ადამიანის საქმის გამოძიებას, რისი მეშვეობითაც ამადი იტალიაში მოხვდა. თუმცა ვერც ფეხბურთელს და ვერც მის ძმას ბრალს ვერ წაუყენებენ, რადგან დანაშაულის დროს ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.

პოლიციას ასევე აქვს ვერსია, რომ ამად დიალო ტრაორე არ არის ნამდვილი სახელი და ჰამედ ტრაორე არ არის მისი ძმა. ორივე დაიკითხა და დნმ-ის ტესტი ჩატარდა.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
11 თებერვალი 2021 11:30
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეუფ
0
№2
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2021 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
მალადეც:))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2021 12:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სკანდალები არ გვაკლია იცოცხლე :)
0
№4
ავტორი: LASHQARA
11 თებერვალი 2021 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
საღოლ ძმაო კრიმინალი ხარ ჩემ თვალშიიი wink აბა სხვა არაფერი გაუკეთებია ამას მანჩესტერში wink
0
№5
ავტორი: PaLoMo
11 თებერვალი 2021 12:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
მაგარი ყაჩაღი გაეძრო ეს ეა.ტიპი სამუშაოდ ჩავიდა ეუროპაში და სად ამოყო თავი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: ALEXFERGUSON
11 თებერვალი 2021 12:51
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მუტ##ის წვიმა რო მოდიოდეს ყ#ე დამეცემა თავში ამის დედა ვატირე. ზოგს რა ბედი აქვს, ტიპი იტალიაში ჩაიაპარა ყალბი საბუთებით და დღეს იუნაიტედის ფეხბურთელია...
1
№7
ავტორი: makaveli
11 თებერვალი 2021 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: PaLoMo
მაგარი ყაჩაღი გაეძრო ეს ეა.ტიპი სამუშაოდ ჩავიდა ეუროპაში და სად ამოყო თავი.

აჰაჰაჰააა საღოოლ :))))))))) ეგრევე ის ტიპი გამახსენდა 20 წლიანი პროფესიონალური კარიერა რო ქონდა ფეხბურთში და სრულად არცერთი თამაში რო არ ჩაუტარებია, ვითომ ფეხბურთელი რო იყო და თაღლითობდა 20 წლის მერე რო გასკდა თემა :))))))))) აუფ ესეც თუ ეგეთ პონტშია საღოლ :)))
0
№8
ავტორი: PaLoMo
11 თებერვალი 2021 17:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
ციტატა: makaveli
ციტატა: PaLoMo
მაგარი ყაჩაღი გაეძრო ეს ეა.ტიპი სამუშაოდ ჩავიდა ეუროპაში და სად ამოყო თავი.

აჰაჰაჰააა საღოოლ :))))))))) ეგრევე ის ტიპი გამახსენდა 20 წლიანი პროფესიონალური კარიერა რო ქონდა ფეხბურთში და სრულად არცერთი თამაში რო არ ჩაუტარებია, ვითომ ფეხბურთელი რო იყო და თაღლითობდა 20 წლის მერე რო გასკდა თემა :))))))))) აუფ ესეც თუ ეგეთ პონტშია საღოლ :)))

ეგ არმახსოვს როდინდელი ამბავია?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: onlyred
12 თებერვალი 2021 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
40 მილიონი გადაიხადეს და აზრზე არარიან ვინაა საიდან მოვიდა დდდდ
0
№10
ავტორი: zurazura
12 თებერვალი 2021 02:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
19წლის ღლაპი საიდან დაიწყო და სადაა, ტუზი დაეცა რასაც ქვია, მე კიდე წიგნებს ვურტყამ თავს და მაინც კალონკაზე ვმუშაობ (ჩემ ბედს) ; ))))))))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top