თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2021, 16:30
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1346,
კომენტარები: 10
ამ დაცვით ტიტულის შანსი არ აქვთ
ნევილმა კლუბის მდომარეობა შეაფასა.
ამ დაცვით ტიტულის შანსი არ აქვთ
"იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი და Sky Sports- ის ექსპერტი გარი ნევილი ამბობს, რომ სოლსკაიერის გუნდს თავდაცვის ხაზის გაძლიერება სჭირდება, თუ ტიტულის მოგებას აპირებს.

"ისინი ჯერ არ არიან ტიტულის პრეტენდენტები", - თქვა ნევილმა. - "მე ვიცი, რომ ამ სიტყვებმა შეიძლება ბევრის იმედგაცრუება გამოიწვიოს, მაგრამ გასაკვირი არაფერია. დიახ, ისინი არ არიან ჩემპიონობის პრეტენდენტები, მაგრამ სწორ გზაზე არიან."

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაფერი ნათელი გახდა. ფრე "არსენალთან", "ლივერპული" ფრე, "შეფილდთან" მარცხი, "ევერტონთან" - ეს არ არის მატჩები, რომლებსაც ჩემპიონობა მოაქვს და პირადად მე არ ველოდები ამ სეზონში "იუნაიტედის" ტიტულის მოგებას. მაგრამ წელს ისინი მიუახლოვდნენ "ლივერპულისა" და "სიტის" დონეს და ველოდები, რომ მომავალ წელს ისინი სერიოზულად იბრძოლებენ ტიტულის მოსაპოვებლად."

"დიახ, მე ნამდვილად მოუთმენლად ველი მას, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ გუნდს ეყოლება იგივე ცენტრალური მცველები. მათ, ალბათ, კიდევ ერთი მცველი სჭირდებათ და მეკარის პოზიციაზე სიტუაციის დაკვირვება სჭირდებათ. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნებოდა გარემარბის და თავდამსხმელის შეძენა, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იასპარეზებს გრინვუდი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში."


"მე უნდა შევაქო "ევერტონთან" მათი დამსახურება იმის გამო, რომ არ დანებდა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ეს ძალიან უცნაური დასასრული და ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, რადგან მე ვნახე, რომ მათ ამ სეზონში ბევრად უფრო რთული თამაში მოიგეს. ეს მართლაც ძალიან კარგი თამაში იყო მათთვის, რამაც კიდევ ერთხელ დააყენა კითხვები ცენტრალურ მცველთან და მეკარესთან დაკავშირებით."

"ეს სიტუაცია აჩვენებს, თუ სად არის პრობლემა. რამდენიმე კვირის წინ მივხვდით, რომ მათ უბრალოდ რაღაც აკლიათ ჩემპიონატის მოგებისთვის. არასოდეს მიფიქრია, რომ ისინი ტიტულის პრეტენდენტები იყვნენ, უბრალოდ იმიტომ, რომ მათი თამაში არ იყო საკმარისად კარგი. შაბათს, ასეთი შესანიშნავი თამაშის შემდეგ, კვლავ იგრძნობოდა, რომ მათ რაღაც აკლიათ."

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
10 თებერვალი 2021 16:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეგ ისედაც ვიცოდით სეზონის სტარტზევე რო ამ დაცვით ტიულს ვერ მოიგებ, მაგრამ სეზონის განმავლობაში იმასაც მივხვდით რო ვერც ამ თვდასხმით მოიგებ ტიტულს!!
1
№2
ავტორი: Takashi Fukunishi
10 თებერვალი 2021 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
რათქმაუნდა პოზიციები გასაძლიერებელია, მაგრამ ფაქტია გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლობს და მეორე ადგილს არაფერი დამუქრებია აგერ 3 თვეა თითქმის. ერთი სიტის ქულების დაკარგვა გვინდა მომდევნო ორ თვეში და რატომაც არა, ჩვენზე ცუდი გუნდები გამხდარა ჩემპიონები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№3
ავტორი: makaveli
10 თებერვალი 2021 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
გადაწვდა დეხეასაც ეს ბოღმით გაჟღენთილი.. ენდი კოულმა ტყუილად არ თქვა ვითომ კარგი უნდათ მანჩესტერისთვის და სინამდვილეში შურთ სოლსკიაერისო .. ეს და ამისნაირები იგულისხმა ზუსტად

ციტატა: shotkin
ეგ ისედაც ვიცოდით სეზონის სტარტზევე რო ამ დაცვით ტიულს ვერ მოიგებ, მაგრამ სეზონის განმავლობაში იმასაც მივხვდით რო ვერც ამ თვდასხმით მოიგებ ტიტულს!!

არადა წინა სეზონში გოლებით რეში მარსიალი გრინვუდმა როგორც ტრიომ ყველაზე მეტი გაიტანეს და წელს რა ყ.ლე ეტაკათ გილი ვეღარ გააქვთ ტიპებს იმენა
1
№4
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2021 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ისიც არავის ეგონა იანვარში თუ პირველზე ვიქნებოდით ასე რო ჯერ ადრეა მაგაზე ლაპარაკი
1
№5
ავტორი: shotkin
10 თებერვალი 2021 20:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: makaveli
გადაწვდა დეხეასაც ეს ბოღმით გაჟღენთილი.. ენდი კოულმა ტყუილად არ თქვა ვითომ კარგი უნდათ მანჩესტერისთვის და სინამდვილეში შურთ სოლსკიაერისო .. ეს და ამისნაირები იგულისხმა ზუსტად

ციტატა: shotkin
ეგ ისედაც ვიცოდით სეზონის სტარტზევე რო ამ დაცვით ტიულს ვერ მოიგებ, მაგრამ სეზონის განმავლობაში იმასაც მივხვდით რო ვერც ამ თვდასხმით მოიგებ ტიტულს!!

არადა წინა სეზონში გოლებით რეში მარსიალი გრინვუდმა როგორც ტრიომ ყველაზე მეტი გაიტანეს და წელს რა ყ.ლე ეტაკათ გილი ვეღარ გააქვთ ტიპებს იმენა

ხო ერთი შეხედვით გასაკვირია მარა რეალურად რაშფორდი და გრინვუდი მაინც ბავშვებად ითვლებიან რა ერთი 20 ისაა მეორე 23 ის და როცა ახალგაზრდებს ეხებათ საქმე ხშირად არასტაბილურობასთან გვაქ საქმე თან ამას ისიც ემატება რო რეშფორდზე დიდი მოლოდინები დამყარდა მითუმეტეს წინა წლის მერე. ეს მარსიალი კიდე რაც დავაკვირდი კონკურენცია მაგაზე უარყოფითად მოქმედებს, ჯერ იყოდა იბრაგიმოვიჩი რო მოვიდა მაგრად ჩაისვარა, მერე ლუკაკუს დროსაც არ ბრწყინავდა ერთი შარშან ქონდა ყველაზე მაგარი სეზონი და ეხლა კავანია აქ და ისევ ჩაჯმულია და დროზე მოიცილონ ნეტა ეს უჟმური ფრანგი რა იქნება?
1
№6
ავტორი: David_Beckham7
10 თებერვალი 2021 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
არადა დაცვაზე უარესად მართლა თავდასხმაგამოიყურება და ამ ფონზე ამ დროა მაინც ყველაზე მეტი გოლი გვაქვს გატანილი, რო ვფიქრდები მიკვირს რანაირად, რაც გასატანები იყო და გამოსაყენებელი ისინი რო ემატათ ეხლა სულ სხვა მდგომარეობა იქნრბოდა. ცენტრ მცველს რაც შეეხება იმედია რო წელს მაინც მოიყვანენ
0
№7
ავტორი: levionok
10 თებერვალი 2021 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გვაქვს გატანილი ეს ნიშნავს რომ ამ შეტევით შეიძლება ფონს გასვლა მაგრამ ასევე თიტქმის ყველაზე მეტი გვაქვს გაშვებული ასე რომ რეალუტოა რომ დაცვის პრობლემაზე ვილაპარაკოთ მაჰრამ შემტევი გუნდები რომ ბევრს უშვებენ ეს არახალია
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2021 12:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ვერც თავდასხმით სამწუხაროდ
0
№9
ავტორი: LukeShaw
12 თებერვალი 2021 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ეჰ გარი გარიიი, ჩვენც ვიცით რო მთელი რიგი პრობლემებია დაცვაში sad
0
№10
ავტორი: zurabi_11
16 თებერვალი 2021 14:45
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 10
აზრი აღარ აქ სიტი გახდება ჩემპიონი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top