სერხიო რამოსს და პერეს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ პერესი 150 მილიონის მობილიზებას გეგმავს კილიან მბაპეს ტრანსფერისთვის და ხელფასის სახით ფრანგ სუპერვარსკვლავს 20 მილიონს სთავაზოს.
ესპანელი ჟურნალისტი, რამოსის ახლო გარემოცვას დაუკავშირდა და დეტალების გარკვევას შეეცადა. ჭორების თანახმად რამოსის გარემოცვა ადასტურებს, რომ ყველაფერი დასრულდა. როცა ლეგენდას და კაპიტანს ფინანსური კრიზისის მოტივით ხელფასის 10% შემცირებას კვლავ თხოვ, უარს ეუბნები 2 წლიან კონტრაქტზე და ამ დროს ტრანსფერისთვის 150 მილიონს ამზადებ, ყველაფერი ნათელია.
Mundo Deportivo წერს, რომ რამოსმა კვლავ უარი განაცხადა, პერესი კი პოზიციას არ შეიცვლის.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.