The Athletic-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და ბრუნო ფერნანდეშის წარმომადგენლები ახალ კონტრაქტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
26 წლის ნახევარმცველს მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება და კლუბს 1 სეზონი გაგრძელების პუნქტიც აქვს.
მიუხედავად ამისა, "იუნაიტედის" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პორტუგალიელს მისთვის შეუსაბამო ხელფასი აქვს, ამჟამად ბრუნოს ანაზღაურება კვირაში 100 ათასი ევროა.
"წითელმა ეშმაკებმა" მოლაპარაკებები 2020 წლის ნოემბერში დაიწყეს და მხარეები ჯერ კიდევ განიხილავენ დეტალებს.
წლევანდელ სეზონში, პრემიერ ლიგის 22 მატჩში ბრუნოს ანგარიშზე 12 გოლი და 9 საგოლე პასია.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.