სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, კლუბმა ჯესი განათხოვრების წესით "ვესთ ხემში" გაუშვა.
ლინგრადის დებიუტი შედგა გასვლაზე "ასტონ ვილას" წინააღმდეგ და მოიესის გუნდმა საკმაოდ დამაჯერებლად იმარჯვა. მთელი თამაშის განმავლობაში ჯესი ძალიან აქტიური იყო და მოედანზე სწრაფად გადაადგილდებოდა. 56 წუთზე მან ახალ კლუბში თავისი პირველი გოლი გაიატანა. თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ჯესიმ კიდევ ერთხელ გაისროლა და საბოლოო ანგარიში 1-3 დააფიქსირა.