ოლე გუნარ სოლსკიაერმა გამოხატა მხარდაჭერა ფილ ჯონსის მიმართ, რომელსაც გასული იანვრის შემდეგ კლუბში არ უთამაშია ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
"ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ფეხბურთელს დაემართოს", ასეთი ტრავმების პირისპირ, ეს კლავს შენს ვნებას, ართმევს შანსს გააკეთო ის, რაც გიყვარს. ფილი დიდი ფეხბურთელია, ორი წლის წინ იგი ეროვნულ გუნდთან ერთად გაემგზავრა მსოფლიო თასზე ".
"მინდა ის რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს გუნდში. ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისზე იმედი მთლიანად შეგიძლიათ დაამყაროთ. ახლა ის ძალიან ბევრს მუშაობს, რომ მოედანზე დაბრუნდეს, საკუთარი თავისთვის და ყველა ჩვენგანისთვის."
"მე თვითონ სერიოზული ტრავმა გამოვიარე და ვიცი, რომ ამან შეიძლება წაგართვას რწმენა და სიხარული ცხოვრებაში. ის ბევრს აკეთებს დასაბრუნებლად. მას ჰქონდა რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის გუნდს წარმატებას მაინც მოუტანს."
ჯონსის პრობლემები ჯერ კიდევ 2019/2020 წლების სეზონში დაიწყო, რომელშიც მან მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 28 წლის მცველმა გასულ ზაფხულს ოპერაცია გაიკეთა და ჯერ კიდევ ვერ თამაშობს.