თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2021, 14:50
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1738,
კომენტარები: 17
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" პრევიუ
"მანჩესტერ იუნაიტედი" Vs "საუთჰემპტონი"
მანჩესტერ იუნაიტედი" " საუთჰემპტონი" პრევიუ.

სტადიონი : ოლდ ტრაფორდი, მანჩესტერი მატჩის დრო 23:15

ტრავმა "მანჩესტერ იუნაიტედი" : ფილ ჯონსი

"საუთჰემპტონი" : კაილ უოკერ-პეტერსი, ორიოლ რომეუ, ტეო უოლკოტი
იანიკ უესტერგარდი, იბრაჰიმა დიალო, ნათან თელა, უილიამს მოლბონე, მაიკლ ობაფემი, მოჰამედ სალისუ

დისკვალიფიკაცია :

მანჩესტერ იუნაიტედი: არა

საუთჰემპტონი: არა

ოლე გუნარ სოლსკიაერის წინასამატჩო პრესკონფერენცია და გუნდის სიახლეები

"ბევრი თამაშიდან გამოწვეული პრობლემების გარდა, სხვა პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ხელმისაწვდომი უნდა იყოს, აქ არის მოთამაშეთა გადაღლილობის საკითხი და მათი ენერგია. ჩვენ უნდა ვნახოთ, ვინ გრძნობს თავს ხვალ კარგად და ვინ არა თუმცა საბედნიეროდ მაგრამ ახალი დაზიანებები ფეხბურთელებში არ გვაქვს".

"სავარჯიშო მოედანზე დატვირთვით ვერ ვარჯიშობთ, ბიჭები, რომლებმაც შაბათს ითამაშეს, კვლავ მზად არიან და ხვალინდელი თამაშისთვის მზადება სჭირდებათ ამიტომ, ეს მარტივი სესია იყო რადგან ყვა ასე თუ ისე გადაღლილია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ვერ გატანილ გოლებზე, დავაბრუნოთ ეს უნარი და ეს მუხტი რაც აქამდე გვქონდა. ჩვენ შევქმენით საკმარისი შანსი გოლის გატანისა თუმცა ვერ გამოვიყენეთ ახლა საქმე ეხება ღრმად ჩასუნთქვას რადგან მშვიდად გავგზავნოთ ბურთი კარის ბადეში.


რა შეიძლება გააკეთონ კლუბებმა და ხელისუფლებამ რასისტული თავდასხმების შესაჩერებლად?

"არა მგონია, რომ ეს მხოლოდ ფეხბურთელებთან ან ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებული საკითხი იყოს. შესანიშნავია, რომ ამ თემას ვაშუქებთ და ხაზს ვუსვამთ არასათანადო ქცევას რასიზმის მიმართ. ეს ხდება მთელ საზოგადოებაში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, რათა ხელი შევუწყოთ სოციალურ მედიაში დისკრიმინაციის შეჩერებას. ჩვენ ბევრი რამის გაკეთება არ შეგვიძლია, მაგრამ ამის შესაჩერებლად საჭიროა პლატფორმებთან მჭიდრო თანამშრომლობა რასაც ვაკეთებთ და ძალიან მიხარია".

"ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ეს სცდება 2021 წელს დასაშვებ ზღვარს. ეს არის უვიცობა, მათ უბრალოდ ბოდიში კი არა უბრალო დახმარება სჭირდებათ, ზოგჯერ კი დახმარება არის ამ გზით გამოხატვის შესაძლებლობის წართმევა".


სატრანსფერო ფანჯრის შესახებ

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც, ჩვენი აზრით, სარგებელს მოუტანს როგორც ფეხბურთელებს, ისე ჩვენ. ახალგაზრდა ფეხბურთელები აგრძელებენ წინსვლას, როგორიცაა გარნერი, ჩონგი, მენგი, პელისტრი - მათ შესაძლებლობა ექნებათ უფრო მეტი ფეხბურთი ითამაშონ, რაც ჩვენთვის და კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვყავს ახლო და მჭიდროდ შეკრული ჯგუფი და ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ იმასაც, რომ ჯესი კარგად წარმოაჩენს ტავს ვესტ ჰემში".

რამდენი გუნდი იბრძვის ტიტულისთვის?

"ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ვიფიქროთ ერთ თამაშზე. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ის იმპულსი, რომელიც ჩვენ გვქონდა".

ფილ ჯონსის შესახებ

"შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ხნის განმავლობაში მანჩესტერ იუნაიტედში ახალი მოთამაშეები არ იქნებიან. ფილი გამოჯანმრთელდა მუხლის ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ და კარგად არის. ის სიაში მოხვდება და იმედია მალე აღიდგენს ფიზიკურ ფორმას. ადრე თუ გვიან ის ხელმისაწვდომი იქნება მატჩებისთვის და ძალიან მიხარია მისი დაბრუნება".

საუთჰემპტონთან მატჩის შესახებ

"ველოდები, რომ მათ ჰყავთ იგივე გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ წინათ ვთამაშობდით, ძლიერი 11 – კაციანი სია. მათ სეზონზე ბევრი ტრავმა აქვთ, მათ მიერ ნაჩვენები ფეხბურთის გამო - მაღალი ტემპი, ენერგიის დიდი ხარჯვა. მათ ბევრი ტრავმა ჰქონდათ, მაგრამ ფეხბურთელები ბრუნდებიან, თუმცა ზოგჯერ ნაადრევია ამის თქმა. მე ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ყველანაირად მზად და ჯანმრთელი გუნდი მყავს".

იუნაიტედის სეზონის ბოლოს გამოწვევა

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თამაშის დომინირება, უნდა დავამატოთ ვარჯვლავურობა, უნდა გავრისკოთ მეტოქის მინდვრის მესამედზე რადგან რისკის გარეშე შედეგი არ გვექნება".

"მეზიზღება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ "შეფილდ იუნაიტედთან" მატჩის შემდეგ იმპულსი შეიცვალა. მე მსაჯებისგან მივიღე დელეგატების ანგარიში და ორივე გადაწყვეტილება ამ მატჩში არასწორი იყო - მათ აღიარეს, რომ ჩვენს წინააღმდეგ გატანილი გოლი უნდა გაუქმებულიყო და ჩვენიც უნდა ჩათვლილიყო. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ხან კარში ურტყამთ, ხან ვერ ახერხებთ ამას, ხან იღბლიანი ხართ, ხან არა. თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ თამაშს და შედეგი აუცილებლად მოვა".


როგორ ინარჩუნებთ ყურადღებას?

"ფსიქოლოგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფეხბურთში. ბედნიერი და თავდაჯერებული ფეხბურთელები უკეთ ითამაშებენ. ცხოვრება არის ის, რაც არის და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ყოველდღე ვხედავთ ერთმანეთს ვარჯიშზე, ერთად ვასრულებთ. ძალიან გაგვიმართლა. გუნდში კარგი განწყობაა, გუნდი მჭიდროდ შეკრულია. რაც უფრო მეტს ვიგებთ და კარგად ვთამაშობთ, მით უფრო ბედნიერები ვხდებით. ჩვენ მალე ძალიან ძლიერ გუნდს შევქმნით და მანჩესტერშიც ამოვა მზე". (იცინის)

როდის ვნახავთ ამადა დიალოს პირველ გუნდში?

"ჩვენ მას ვაძლევთ დროს, რომ გააგრძელოს საკუთარი უნარების დემონსტრირება, გააუმჯობესოს და შეეგუოს ინგლისსა და ჩვენს ცხოვრების წესს".

"ამადი კარგად ვარჯიშობს, მას აქვს კარგი ტექნიკა, მან იცის, როგორ გახსნას დაცვა. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ძალიან გრძელი დრო იქნება, სანამ ის შემადგენლობაში მოხვდება".


"მანჩესტერ იუნაიტედი"  -  "საუთჰემპტონი"  პრევიუ
"მანჩესტერ იუნაიტედი"  -  "საუთჰემპტონი"  პრევიუ

მატჩის მთავარი არბირტრი: მაიკ დინი

"მანჩესტერ იუნაიტედი"  -  "საუთჰემპტონი"  პრევიუ

"მანჩესტერ იუნაიტედის" სტატოსტიკა მაიკ დინის მსაჯობის დროს :
"მანჩესტერ იუნაიტედი"  -  "საუთჰემპტონი"  პრევიუ

მაიკ დინმა ამ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, აქედან 51 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.

2020/21 წლების სეზონში მაიკ დინმა ორჯერ იმსაჯა "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩები:

დამარცხება არსენალთან სახლში (1: 0);
ფრე სტუმართ "ლესტერთან" (2: 2).

მთავარი მსაჯის თანაშემწეები : იან ჰასინი, დარენ კანი. მე -4 მსაჯი : ლი მეისონი

VAR : გრემ სკოტი
VAR ასისტენტი : სტივენ ჩილდი

სავარაუდო შემადგენლობა

"მანჩესტერ იუნაიტედი"  -  "საუთჰემპტონი"  პრევიუ

დღევანდელი ჩასატარებელი თამაშები:

"მანჩესტერ იუნაიტედი"  -  "საუთჰემპტონი"  პრევიუ
სტატიები, ინტერვიუები, მატჩის წინ, პრესკონფერენცია
17 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
2 თებერვალი 2021 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დღეს ეშმაკები დაამტკიცებენ რომ ჯერ ისევ ბრძოლაში ვართ და წმინდანებს ლოცვა არ უშველით wink am
0
№2
ავტორი: ikeoni
2 თებერვალი 2021 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
დასაკარგი ქულები დაიკარგა მეტი შეცდომის უფლება აღარ გვაქვს ❤️
0
№3
ავტორი: gogita1991
2 თებერვალი 2021 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
მასთ ვინ გეიმ
0
№4
ავტორი: Old Red Devil
2 თებერვალი 2021 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ბარნლის 1X ველოდები.
0
№5
ავტორი: shotkin
2 თებერვალი 2021 16:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ინგლისში ზედიზედ ყოველ 5 ყვითელ ბარათზე ხოა ვტომატურად 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციაა? თუ არასწორად მახსოვს
0
№6
ავტორი: Selassie
2 თებერვალი 2021 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ზედიზედ ოთხი თამაშია მოსაგები, და საუთხემპტონთან და ევერტონთან უნდა დავიწყოთ ეს, ორივე კარგი გუნდია მაგრამ უნდა მოვუგოთ სახლში, თან სახლში უკვე ვანიავეთ ქულები, შეიძლება სეზონის ბოლომდე აღარც დავმარცხდეთ, ნუ, თუ მართლა გვინდა ჩემპიონობა ასე უნდა ქნან, თან დიდი ხანია არ მოგვიგია გალაღებით და ამ ორ თამაშში ველოდები რამე ამგვარს, ვნახოთ, ვნახოთ.... უუუუეჭველი სამი ქულა გვინდა დღეს
0
№7
ავტორი: The Special One
2 თებერვალი 2021 16:46
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: shotkin
ინგლისში ზედიზედ ყოველ 5 ყვითელ ბარათზე ხოა ვტომატურად 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციაა? თუ არასწორად მახსოვს

პირველი წრე რო მთავრდება ნულდება ეგ,ჰარის და ბრუნოს ქონდათ 4 ყვითელი ბარათი,მაგრამ 19 ტურის მერე თავიდან დაიწყო ათვლა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: martvilski2001
2 თებერვალი 2021 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ბიჭებო ჩონგი როგორ თამაშობს იცით ვინმემ??
0
№9
ავტორი: Takashi Fukunishi
2 თებერვალი 2021 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
ეხლა შეტევა აირია ცოტა, არავინაა ფორმაში. აშკარად გადაიწვნენ წაუგებელი სერია რო გვქონდა, იმიტომ ვეღარ გავიტანეთ ბევრი გოლი იანვარში. შემტევები უნდა მოიხოდოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№10
ავტორი: zurazura
2 თებერვალი 2021 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
ბიჭებო ლაივ სქორზე 00:15-ზე უწერია თამაში და აქ 23:15 და რომელზეა რომელს ვენდო?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top