"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 18 წლის მცველი თედენ მენგი "დერბი ქაუნთში" იასპარეზებს ამ სეზონის ბოლომდე.
მენგის პირველ გუნდში დებიუტი გასულ სეზონში შედგა ევროპა ლიგის მატჩში ლასკის წინააღმდეგ და წელს რეგულარულად ვარჯიშობდა პირველ გუნდთან. მან ასევე ითამაშა 10 შეხვედრა რეზერვისტებში.
"დერბიში" მენგი ითამაშებს "იუნაიტედის" ყოფილი კაპიტნის, უეინ რუნის ხელმძღვანელობით, რომელიც ცოტა ხნის წინ "ვერძების" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
დერბიმ მოიგო ჩემპიონატის ბოლო სამი მატჩი. ისინი ამჟამად მე -18 ადგილზე არიან.
"ჩვენ საუკეთესოს ვუსურვებთ პრაიდ პარკზე და დავაკვირდებით მის პროგრესს." - ნათქვამია განცხადებაში.