როგორც ცნობილია, სერხიო რამოსს სურს ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედში" გაწევრიანება, რადგან მადრიდის "რეალის" ვეტერანი კლუბის დატოვებას 16 წლის შემდეგ გეგმავს.
34 წლის მცველი ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და მანამდე მას შეეძლება წინასწარი შეთანხმება გააფორმოს.
ბერნაბეუზე ახალი ორწლიანი გარიგების შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა მას შემდეგ, რაც რეალმა რამოს სთხოვა 10% ხელფასის შემცირება.
Daily Mirror - ის თანახმად, ესპანელი "პსჟ" მოიაზრებს პოტენციურ კლუბად, თუმცა არც "იუნიატედში" თამაშზე ამბობს უარს. სხვადასხვა ინფორმაციებზე დაყრდნობით ვრცელდება, რომ 34 წლის ესპანელს ძალიან ხიბლვას "ემიუში" გადასვლის ვარიანტი.
მიუხედავად იმისა, რომ რამოსი ხელმისაწვდომი იქნება უფასო ტრანსფერით, მხოლოდ რამდენიმე კლუბი შეძლებს მისი ხელფასის გადახდას, რაც, კვირაში 200,000 ფუნტ სტერლინგზე მეტია.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.